1590 : პაპი ურბან VII არჩევიდან 13 დღეში გარდაიცვალა, რაც ყველაზე მოკლე მმართველობის პერიოდი იყო პაპობის ისტორიაში.
1605 : შვედეთის მეფე კარლ IX, რომელსაც რიგა ალყაში ჰყავდა 1 თვის წინ და იძულებული იყო მოეხსნა ალყა, განიცადა მძიმე მარცხი კირჰოლმთან პოლონელებისაგან. შვედებმა დაჰკარგეს 8000 ადამიანი, მეფე იძულებული იყო დაბრუნებულიყო შვედეთში. 16 წლის შემდეგ ამავე დღეს უკვე მისი ვაჟი ამ დროისათვის უკვე მეფე გუსტავ ადოლფი თვითონ შევა დაპყრობილ რიგაში. 1625 წელს ამავე დღეს შვედებმა აიღეს ქალაქი ბაუსკუ, ხოლო 1628 წელს პოლონელებმა ის უკან დაიბრუნეს.
1802 : იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებით კიევს როგორც უძველეს დედაქალაქს მიენიჭა უფლება მაგდებურგის უფლებების გამოყენებისა, რაც ქალაქს მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებდა: თვითმართველობის უფლებას, თავის მართლმსაჯულებას და მიწის მფლობელობის უფლებას.
1941 : ოკუპირებულ კიევში გამოქვეყნდა კომენდანტის ბრძანება სახელწოდებით „კიევის ყველა ჟიდს“. ებრაელებს უბრძანებდნენ საჭირო ნივთებით გამოცხადებულიყვნენ ბაბიი იარის რაიონში „ევაკუაციისათვის“.
1991 : საბჭოთა კავშირის კომკავშირის XXII რიგგარეშე ყრილობაზე განიხილეს ერთადერთი საკითხი „კომკავშირის ბედის“ შესახებ და იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი არსებობის შეწყვეტის შესახებ.
1389 : მედიჩი, კოზიმო — ფლორენციელი ბანკირი და სახელმწიფო მოღვაწე, მედიჩების ერთ-ერთი მთავარი სახლის დამაარსებელი, რომლებიც მართავდნენ ფლორენციას მთელი საუკუნის განმავლობაში.
1840 : ნასტი, თომას — ერთ–ერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკური კარიკატურისტი. ემიგრირებულია ბავარიიდან. მან შექმნა აშშ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ემბლემები სპილო და ვირი, და ასევე ყველასათვის ცნობილი სანტა კლაუსის კოსტიუმი