Ghost Stories |
---|
|
სტუდიური ალბომი — |
---|
გამოცემის თარიღი |
16 მაისი, 2014 (2014-05-16) |
---|
ჩაიწერა |
თებერვალი 2013 – მარტი 2014 |
---|
სტუდია |
The Bakery და The Beehive (ლონდონი, ინგლისი) |
---|
ჟანრი |
|
---|
ხანგრძლივობა |
- 42:37 (სტანდარტული)
- 49:40 (Target-ის დელუქს-გამოცემა)
|
---|
ლეიბლი |
|
---|
პროდიუსერი |
|
---|
Coldplay — ქრონოლოგია |
---|
|
|
Coldplay-ს სტუდიური ალბომების — ქრონოლოგია |
---|
|
სინგლები ალბომიდან Ghost Stories |
- „Magic“
გამოცემის თარიღი: 3 მარტი, 2014 (2014-03-03)
- „Midnight“
გამოცემის თარიღი: 17 აპრილი, 2014 (2014-04-17)
- „A Sky Full of Stars“
გამოცემის თარიღი: 5 მაისი, 2014 (2014-05-05)
- „True Love“
გამოცემის თარიღი: 14 აგვისტო, 2014 (2014-08-14)
- „Ink“
გამოცემის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2014 (2014-10-13)
|
Ghost Stories — ალტერნატიული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი ბრიტანეთში გამოიცა 2014 წლის 16 მაისს ლეიბლ Parlophone-ის და აშშ-ში 2014 წლის 19 მაისს ლეიბლ Atlantic Records-ის მიერ. ალბომი არის ჯგუფის პირველი სრული ჩანაწერი, რომელიც აშშ-ში Atlantic-ის მიერ იქნა გამოშვებული - 2013 წელს Coldplay Capitol Records-იდან მასზე გადავიდა, რადგან Universal Music Group-მა 2011 წელს შეიძინა EMI და მისი აქტივები.
შექმნა
2011 წელს Coldplay-მ გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი Mylo Xyloto. თავდაპირველად ჯგუფს სურდა მისი „მინიმალისტური, აკუსტიკური სიმღერების კრებულის“ სახით ჩაწერა, შემდგომში კი იგი იქცა Coldplay-ს იმ დროისთვის ყველაზე ექსპერიმენტულ და პოპზე ორიენტირებულ ჩანაწერად, რომელსაც უწოდეს „მდიდრულად ფერადი“, რომელშიც „მისამღერები უფრო დიდია, ტექსტურები უფრო გრანდიოზული ოპტიმიზმი უფრო ოპტიმისტური.“ მარკუს დრევსის, ბრაიან ინოს, რიკ სიმფსონისა და დენ გრინის პროდიუსერობით ჩაწერილი ეს ალბომი მოხვდა 18 ქვეყნის ეროვნული ჩარტის #1 პოზიციაზე და 16 სხვადასხვა ქვეყანაში პლატინის სტატუსი შეიძინა. Coldplay-ს 2011 წლის სინგლი „Paradise“ ბრიტანეთში იქცა ჯგუფის რიგით მეორე #1 სინგლად, 2008 წლის Viva la Vida-ს შემდეგ. შემდგომი ტურნე შეეხო ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და ავსტრალაზიას, შეაგროვა რა 110 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი.
მეექვსე სტუდიურ ალბომზე მუშაობის შემოქმედებითი პროცესის დროს ჯგუფი დაუბრუნდა მინიმალისტური და აკუსტიკური ჩანაწერის შექმნის იდეას. დრამერი უილ ჩემპიონი ესაუბრა ჯო უაილის (BBC Radio 1) და მინიმალისტურ ჟღერადობაზე საუბრისას აღნიშნა:
- „ჰო, ეს მშვენიერი იქნებოდა. პომპეზურობის გარეშე ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, ამიტომ ფრთხილად მოვეკიდებით. ხელახლა ჩავერთვებით. ხელახლა ჩამოვყალიბდებით.“
პრომოკამპანია
2014 წლის 25 თებერვალს გამოვიდა ალბომის მეხუთე სიმღერის „Midnight“ მუსიკალური ვიდეო. 3 მარტს Coldplay-სა და Parlophone-ისგან ოფიციალურად გახდა ცნობილი ალბომის სათაური Ghost Stories, ყდა და სიმღერების სია. Magic, ალბომის პირველი ოფიციალური სინგლი iTunes-სა და Amazon.com-ზე გამოვიდა იმავე დღეს.
შეფასება
Ghost Stories-ს გამოსვლისას მუსიკალური კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები ერგო. მათ ძირითადად მოიწონეს ჯგუფის მხრიდან პოპ-მუსიკაზე ნაკლებად ორიენტირებული და უფრო მშვიდად და პირადული ჩანაწერი. ავტორებმა დადებითად აღნიშნეს ალბომის ტექსტებში ასახული თემები. უარყოფითი შეფასება ძირითადად ჩანაწერის ტემპსა და მთლიანობაში პირქუშ ჟღერადობას შეეხო. Metacritic-ზე ალბომს მიენიჭა საშუალო შეფასება, რაც იგივეა, რაც „ძირითადად დადებითი მიმოხილვები“.
ჟურნალ Billboard-ის მიმომხილველ ჯეისონ ლიპშუცის მიმოხილვაში, რომელიც ალბომის ყოველ სიმღერას დეტალურად არჩევს, აღნიშნულია, რომ Ghost Stories არის Coldplay-ს წლების განმავლობაში ყველაზე მოსმენადი ალბომი. კაილ ანდერსონის (Entertainment Weekly) აზრით, Ghost Stories იქცევა გარდამავალი პერიოდის ალბომად.
სიმღერები
ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და კრის მარტინი, გარდა სიმღერისა „A Sky Full of Stars“, რომელიც დაიწერა ტიმ ბერგლინგის მიერ.
|
|
1. | „Always in My Head“ | | 3:36 |
2. | „Magic“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 4:45 |
3. | „Ink“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 3:48 |
4. | „True Love“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 4:05 |
5. | „Midnight“ | | 4:54 |
6. | „Another's Arms“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 3:54 |
7. | „Oceans“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 5:21 |
8. | „A Sky Full of Stars“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
- ბერგლინგი
| 4:28 |
9. | „O“ |
- Coldplay
- ეპუორთი
- გრინი
- სიმფსონი
| 7:46 |
საერთო ხანგრძლივობა: | 42:37 |
|
|
10. | „Midnight“ (ჯონ ჰოპკინზის რემიქსი) | |
|
|
10. | „All Your Friends“ | 3:32 |
11. | „Ghost Story“ | 4:17 |
12. | „O (Part 2 - Reprise)“ | 1:37 |
- შენიშვნები
- ^a აღნიშნავს ტანაპროდიუსერს
- „Midnight“ იყენებს „The Fourth State II“-ის (ჯონ ჰოპკინზი)
- „Another's Arms“ იყენებს ჯეინ უივერის „Silver Chord“-ის ვოკალურ ნაწყვეტს.
პერსონალი
- Coldplay
- გაი ბერიმენი – ბას-გიტარა, კლავიშებიანები, სინთეზატორები, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- ჯონი ბაკლენდი - გიტარა, კლავიშებიანები, სინთეზატორები, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- უილ ჩემპიონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, კლავიშებიანები, სინთეზატორები, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- კრის მარტინი – წამყვანი ვოკალი, ფორტეპიანო, კლავიშებიანები, სინთეზატორები, ბეკ-ვოკალი, პროდიუსერი
- დამატებითი მუსიკოსები
- ტექნიკური პერსონალი
- პოლ ეპუორთი – პროდიუსერი (2, 5)
- რიკ სიმფსონი – პროდიუსერი (2, 5)
- დენიელ გრინი – პროდიუსერი (2, 5)
- ჯონ ჰოპკინზი – პროდიუსერი (5)
- ტედ იენსენი - მასტერინგი (5)
- მარკ სტენტი - ხმის მიქსი (5)
- ჯეფ სუონი - ხმის მიქსი (5)
- დამატებითი პერსონალი
ჩარტები
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
სერტიფიცირებები
გამოცემების ისტორია
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კრებულები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ვიდეოალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| დამატებითი პერსონალი | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|