Happy (როლინგ სტოუნზის სიმღერა)

„Happy“
სინგლიროლინგ სტოუნზი
ალბომიდან Exile on Main St.
B-მხარე All Down the Line
გამოსვლის თარიღი 15 ივლისი 1972
ჩაიწერა ივლისი-ნოემბერი 1971
ვილა „ნელკოტი“, საფრანგეთი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:05
ხმისჩამწერი ლეიბლი Rolling Stones Records
ავტორ(ებ)ი ჯეგერი/რიჩარდსი
პროდიუსერი ჯიმი მილერი
როლინგ სტოუნზი — სინგლების ქრონოლოგია
„Tumbling Dice“
(1972)
Happy
(1972)
„Angie“
(1973)

Happy“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა. იგი სინგლის სახით 1972 წელს გამოიცა. შეტანილია ალბომში Exile on Main St..

სინგლი Billboard Hot 100-ში 1972 წლის 15 ივლისს #69 პოზიციაზე მოხვდა და იმავე წლის 19 აგვისტოს #22-მდე ავიდა.

ისტორია

ჯეგერის/რიჩარდსის თანახმად, „Happy“ კით რიჩარდსის მიერ 1971 წლის ზაფხულში დაიწერა, სამხრეთ საფრანგეთში, დღის საათებში. რიჩარდსი ამბობდა, რომ იგი სულ ოთხ საათში დაიწერა, თავიდან ბოლომდე. „ოთხ საათზე იგი უკვე ჩაწერილი იყო.“ ძირითადი პარტიები ვილა ნელკოტის სარდაფში ჩაწერეს, რაშიც როლინგ სტოუნზის მობილური სტუდია გამოიყენეს. რიჩარდსმა დაუკრა ბასზე, გიტარაზე და შეასრულა, ვოკალი. პროდიუსერი ჯიმი მილერი უკრავს დასარტყმელ საკრავებზე, ხოლო საქსოფონისტი ბობი კიზი - მარაკასზე. ნიკი ჰოპკინმა ფორტეპიანოს პარტია მოგვიანებით დაამატა, ისევე, როგორც ჯიმი პრაისმა - საყვირი, კიზმა - საქსოფონი, მიკ ტეილორმა - გიტარა და საბოლოო ვოკალური პარტიები, ხოლო მიკ ჯეგერმა - ვოკალი.

საკონცერტო ვერსიები

1972 წლიდან ჯგუფი „Happy“-ს ასრულებდა საკუთარი ტურნეების ფარგლებში. 1978 წლამდე კონცერტებზე მისამღერს ჯეგერი ასრულებდა.

საკონცერტო ვერსიები შეტანილია ალბომებში Love You Live და Live Licks; სტუდიური ვერსია გამოცემულია კომპილაციურ ალბომებზე Made in the Shade, Forty Licks და GRRR! სიმღერა აგრეთვე შეტანილია ფილმებში და DVD კომპლექტებში Ladies and Gentlemen: The Rolling Stones (1974), Stones at the Max (1992), Four Flicks (2004), The Biggest Bang (2007), Some Girls: Live in Texas '78 (2011), Sweet Summer Sun: Hyde Park Live (2013) და L.A. Forum - Live In 1975 (2014).

პერსონალი

სხვა ვერსიები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Elliott, Martin (2002). The Rolling Stones: Complete Recording Sessions 1962-2002. Cherry Red Books, გვ. 189. ISBN 1-901447-04-9. 
  2. Richards, Keith (2011). „Chapter 7“, Life. Little, Brown and Company. 
  3. 3.0 3.1 Appleford, Steve (2000). The Rolling Stones: Rip This Joint: The Story Behind Every Song. Thunder's Mouth Press, გვ. 119. ISBN 1-56025-281-2. 
  4. McPherson, Ian. Track Talk: Happy. ციტირების თარიღი: 2008-03-05.
  5. Zentgraf, Nico. The Complete Works of the Rolling Stones 1962-2008. ციტირების თარიღი: 2008-02-23.
  6. მონაცემები აღებულია Exile on Main St.-ის 2010 წლის გამოცემიდან
  7. Black Crowes covering the Rolling Stones Happy, Fillmore Auditorium, San Francisco, CA, USA, 10.08.2005
  8. Elvis Costello & The Sugarcanes "Happy" Woodinville, WA. 8/23/09
  9. Lucinda Williams Wedding encore Rolling Stones' "Happy" First Avenue 9-18-09