Kill 'Em All for One | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული მეტალიკისა და Raven-ის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | აშშ | |||
დაკავშირებული ალბომი |
Kill 'Em All All for One | |||
დაწყების თარიღი | 5 მარტი, 1983 | |||
დასრულების თარიღი | 22 იანვარი, 1984 | |||
კონცერტების რაოდენობა | 31 | |||
მეტალიკისა და Raven-ის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
Kill 'Em All for One იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1983-1984 წლებში გამართული პირველი მსხვილ მასშტაბიანი საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი სადებიუტო სტუდიური ალბომის, Kill 'Em All, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 1983 წლის 25 ივლისს. ტურნეს სპონსორი იყო Megaforce Records. იგი შედგებოდა 31 კონცერტისგან, რომელთა თარიღები და ჩატარების ადგილები ასევე Megaforce Records-მა განსაზღვრა. უმეტესად. სიმღერების სია მოიცავდა სიმღერებს ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან, თუმცა შესული იყო ჯერ გამოუცემელი სიმღერები ალბომიდან Ride the Lightning: Fight Fire with Fire, Ride the Lightning, The Call of Ktulu და Creeping Death. ჯგუფმა ტურნე ჯგუფ Raven-თან ერთად ჩაატარა, ხოლო მის აპოგეად 13 აგვისტოს ჩიკაგოში ჩატარებული კონცერტი იქცა, რომლის ფრაგმენტების ხილვა შესაძლებელია 1988 წელს გამოშვებულ ვიდეოფილმში Cliff 'Em All.
(აღებულია 1983 წლის 29 ივლისის შოუდან იონკერსში, ნიუ-იორკი)