Off the Wall | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 აგვისტო, 1979 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1978–ივნისი 1979 | |||
სტუდია |
Allen Zentz Recording Westlake Audio Cherokee Studios (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 42:28 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
მაიკლ ჯექსონი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
2001 წლის სპეციალური გამოცემის გარეკანი. | ||||
სინგლები ალბომიდან Off the Wall | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | |
Blender | |
Christgau's Record Guide | A |
Encyclopedia of Popular Music | |
Q | |
Pitchfork Media | 10/10 |
Rolling Stone | |
The Rolling Stone Album Guide | |
Sounds | |
The Village Voice | A– |
Off the Wall — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1979 წლის 10 აგვისტოს, ლეიბლზე Epic Records. იგი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ჯექსონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჯადოქარი“. უკანასკნელზე მუშაობისას (მასში ასევე მომღერლის სიმღერები ჟღერს) ჯექსონი და პროდიუსერი კუინსი ჯონსი დამეგობრდნენ და შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სტუდიურ ალბომზე ერთად იმუშავებდნენ.
ალბომი იწერებოდა 1978 წლის დეკემბრიდან 1979 წლის ივნისამდე, ალენ ზენცის სტუდიაში, სტუდიაში Westlake და Cherokee, ლოს-ანჯელესში. ჯექსონი ასევე თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა მუსიკოსთან, რომელთა შორის იყვნენ სტივი უანდერი, პოლ მაკ-კარტნი და როდ ტემპერტონი. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი, აქედან სამს ახლდა მუსიკალური ვიდეო. სამი სიმღერის ავტორი თავად ჯექსონია - მათ შორის არის პლატინის სტატუსის მქონე „Don't Stop 'til You Get Enough“. 2009 წელს გარდაცვალებამდე აგრეთვე იყო მაიკლის პირველი სოლო გამოცემა ლეიბლზე Epic Records.
მუსიკალურად ეს ჩანაწერი ცვლილებაა ლეიბლისათვის Motown ჩაწერილ სიმღერებთან შედარებით. კრიტიკოსების აზრით Off the Wall აგებული იქნა ფანკის, დისკო-პოპის, სოფტ როკის, ჯაზისა და პოპ-მუსიკის სტილის ბალადებისგან. ალბომზე გაჟღერებული ვოკალისათვის ჯექსონმა დადებითი შეფასებები მიიღო. ჩანაწერს ზოგადად კარგი შეფასებები მიენიჭა. მან მუსიკოსს უკვე 1970-იან წლებში პირველი „გრემი“ მოუტანა. ამ ალბომით ჯექსონი იქცა პირველ სოლო შემსრულებლად, რომლის ერთი ალბომიდან გამოცემული ოთხი სინგლი მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეებში. კომერციულად დისკს დიდი წარმატება ხვდა წილად. დღეისათვის აშშ-ში იგი აღნიშნულია 8 გზის მულტი-პლატინით და მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით, რითაც იკავებს ადგილს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.
2011 წლის 16 ოქტომბერს ლეიბლზე Sony Records გამოიცა Off the Wall-ის სპეციალური ვერსია. Allmusic-ისა და Blender-ის უკანასკნელი პერიოდის მიმოხილვებში Off the Wall XXI საუკუნეშიც დადებით შეფასებას იმსახურებს. 2003 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში Off the Wall-ს 68-ე ადგილი მიანიჭა. ჩანაწერებით მოვაჭრეთა ეროვნულმა ასოციაციამ ალბომს ყველა დროის 200 რჩეული დისკის სიაში 80-ე ადგილი მიანიჭა. 2008 წელს Off the Wall შეყვანილი იქნა გრემის დიდების დარბაზში.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Don't Stop 'Til You Get Enough“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978 – ივნისი 1979) | მაიკლ ჯექსონი |
| 6:06 |
2. | „Rock with You“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978 – ივნისი 1979) | როდ ტემპერტონი | ჯოუნსი | 3:40 |
3. | „Working Day and Night“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978 – აპრილი 1979) | ჯექსონი |
| 5:14 |
4. | „Get on the Floor“ (ჩაიწერა: აპრილი – ივნისი 1979) |
|
| 4:39 |
5. | „Off the Wall“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978 – აპრილი 1979) | ტემპერტონი | ჯოუნსი | 4:06 |
6. | „Girlfriend“ (ჩაიწერა: ივნისი 1979) | პოლ მაკ-კარტნი | ჯოუნსი | 3:06 |
7. | „She's Out of My Life“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978 – ივნისი 1979) | ტომ ბალერი | ჯოუნსი | 3:38 |
8. | „I Can't Help It“ (ჩაიწერა: ივნისი 1979) | ჯოუნსი | 4:30 | |
9. | „It's the Falling in Love“ (ჩაიწერა: დეკემბერი 1978) | ჯოუნსი | 3:48 | |
10. | „Burn This Disco Out“ (ჩაიწერა: ივნისი 1979) | ტემპერტონი | ჯოუნსი | 3:41 |
2001 წლის სპეციალური გამოცემის დამატებითი სიმღერები | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
11. | „კუინსი ჯოუნსის ინტერვიუ #1“ | 0:37 | ||
12. | „Introduction to Don't Stop 'Til You Get Enough Demo“ | 0:13 | ||
13. | „Don't Stop 'Til You Get Enough“ (ორიგინალური დემო, 1978) (ჩაიწერა: დეკემბერი 1978, Off The Wall-ის სესიები) | ჯექსონი | ჯექსონი | 4:48 |
14. | „კუინსი ჯოუნსის ინტერვიუ #2“ | 0:30 | ||
15. | „Introduction to Workin' Day and Night Demo“ | 0:10 | ||
16. | „Working Day and Night“ (ორიგინალური დემო, 1978) (ჩაიწერა: დეკემბერი 1978, Off The Wall-ის სესიები) | ჯექსონი | ჯექსონი | 4:19 |
17. | „კუინსი ჯოუნსის ინტერვიუ #3“ | 0:48 | ||
18. | „როდ ტემპერტონის ინტერვიუ“ | 4:57 | ||
19. | „კუინსი ჯოუნსის ინტერვიუ #4“ | 1:32 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA) | 5× პლატინა | 350 000^ |
ავსტრია (IFPI Austria) | პლატინა | 50 000x |
კანადა (Music Canada) | 3× პლატინა | 300,000 |
ევროპა (IFPI) | 4× პლატინა | 4 000 000* |
საფრანგეთი (SNEP) | პლატინა | 735,000* |
გერმანია (BVMI) | პლატინა | 500 000^ |
ჰონგ-კონგი (IFPI Hong Kong) | ოქრო | 15,000* |
იტალია (FIMI) | 7× პლატინა | 350,000* |
იაპონია (RIAJ) | 2× პლატინა | 500,000 |
ახალი ზელანდია (RMNZ) | 6× პლატინა | 90 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland) | პლატინა | 50 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI) | 6× პლატინა | 1,971,000 |
აშშ (RIAA) | 8× პლატინა | 8 000 000^ |
ჯამში | ||
მსოფლიო | — | 20,000,000 |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უსახელო პერიოდული გამოცემა (link)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|