Relapse | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 19 მაისი, 2009 | |||
ჩაიწერა | 2005; 2007–2009 | |||
სტუდია |
54 Sound, Effigy Studios (ფერნდეილი, მიჩიგანი) KDS Music Studios, Phantom City Studios (ორლანდო, ფლორიდა) Record One Studios (შერმან-ოუკსი, კალიფორნია) Studio at the Palms (ლას-ვეგასი, ნევადა) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 76:16 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი | Dr. Dre(აღმ.), ემინემი | |||
ემინემი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Relapse | ||||
|
Relapse — ამერიკელი რეპერ ემინემის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2009 წლის 19 მაისს, ლეიბლებზე Aftermath Entertainment, Shady Records და Interscope Records. Relapse 2004 წლის Encore-ის შემდეგ ემინემის პირველი ალბომია ორიგინალური მასალით, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, რომელიც გამოიწვია შემოქმედებითმა კრიზისმა და დანიშნული სამედიცინო პრეპარატების მოხმარებამ. ჩაწერა მიმდინარეობდა 2007–2009 წლებში, სხვადასხვა სტუდიაში, ხოლო პროდიუსერები იყვნენ Dr. Dre, მარკ ბეტსონი და ემინემი. კონცეპტუალურად Relapse წარმოადგენს რეპერის ნარკოტიკებისგან რეაბილიტაციის დასასრულს, რეციდივის შემდეგ გამოცოცხლებას და დაბრუნებას Slim Shady-ს ალტერ-ეგოს ფორმაში.
Relapse იყო 2009 წლის ერთ-ერთი მაღალი მოლოდინის მქონე ალბომი. გამოსვლისთანავე იგი მოხვდა აშშ-ის Billboard 200-ში და პირველივე კვირაში გაიყიდა 608 000 ასლის სახით. ალბომიდან გამოცემული სამი სინგლი მოხვდა ჩარტში. Relapse-ს მიენიჭა ორმაგი პლატინის სტატუსი, ხოლო გაყიდვებმა 2.3 მილიონი ასლზე მეტი შეადგინეს. კრიტიკოსების მიმოხილვები ალბომის თაობაზე მრავალფეროვანი იყო, რეპერის ტექსტებზე ასევე მრავალფეროვანი აზრების გამო.
2005 წლიდან ემინემმა გადაწყვიტა მუსიკისგან შესვენება და საკუთარი ლეიბლის Shady Records შემსრულებლების პროდიუსერის საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება. მიუხედავად ამისა, 2005 წლის ზაფხულში მან Anger Management Tour-ის ევროპული ეტაპი გააუქმა და, დაღლილობის და დანიშნულ წამლებზე დამოკიდებულების გამო შეჩერდა. შემდეგ წელს იგი დაუბრუნდა ყოფილ მეუღლეს, კიმბერლი სკოტს, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ 11 კვირა გაგრძელდა, რასაც მეორე გაყრა მოჰყვა. ამის გარდა, დეტროიტის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოკლეს მარშალის მეგობარი Proof. ემინემმა საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავის მართვის უნარი და მუდმივად იყენებდა საძილე საშუალებას. 2009 წლის ინტერვიუში XXL-თან მან უფრო ვრცლად ისაუბრა Proof-ის დაღუპვისგან მიღებულ ტკივილზე:
ემინემის მომავალი ალბომის შესახევ ვარაუდები გაჩნდა 2007 წლის შუა პერიოდში, 50 Cent-ის და Stat Quo-ს, Shady Records-ის ყოფილი კლიენტების საუბრებიდან. აგრეთვე Bizarre-მა – ჰიპ-ჰოპ ჯგუფ D12-ის წევრმა – განაცხადა, რომ კოლექტივის მესამე სტუდიური ალბომის გამოცემა გადაიდო, ვინაიდან Interscope Records-ს თავდაპირველად სურდა ემინემის ალბომის გამოშვება. წლის ბოლომდე სხვადასხვა ინტერვიუში Shady Records-ის შემსრულებლებმა – მათ შორის იყვნენ The Alchemist, ბიშოპ ლემონტი, Cashis და ობი ტრაისი – ახსენეს, რომ ემინემი ახალ ალბომზე მუშაობდა. 2007 წლის 12 სექტემბერს, WQHT-ის Hot 97-სთან სატელეფონო საუბრისას ემინემმა განაცხადა, რომ უმოქმედოდ იყო და არ იცოდა, გამოაქვეყნებდა თუ არა უახლოეს მომავალში ახალ მასალას. მან აგრეთვე დაამატა, რომ იმ დროისთვის სტუდიაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და პირადი პრობლემები მოგვარებული ჰქონდა. თუმცა, 2007 წლის დეკემბერში იგი მოხვდა საავადმყოფოში მეტადონის გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო. 2008 წლის დასაწყისში მან დაიწყო 12 ეტაპიანი კურსის გავლა, რათა ამ დამოკიდებულებისგან განკურნებულიყო. შემდგომში, ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერი აცხადებდა, რომ 2008 წლის 20 აპრილიდან ფხიზელი იყო.
2005 წელს ემინემი ჩაწერას განაგრძობდა და სიმღერების ნაწილი გამოუშვა Shady Records-ის მიერ გამოცემულ Eminem Presents: The Re-Up-ზე. 2007 წლის დასაწყისში მან მოამზადა „Beautiful“ – მოგვიანებით ახალი ალბომის მეხუთე და უკანასკნელი სინგლი, აგრეთვე ერთ-ერთი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში შეიქმნა. Relapse-ის ჩაწერის ძირითადი სტადია დაიწყო წამლებზე დამოკიდებულებისგან განკურნების 12 ეტაპიანი პროგრამის გავლის შემდეგ. 25 სიმღერაზე მუშაობდა მუსიკალური პროდიუსერი ჯეფ ბასი (Bass Brothers), ემინემის დიდი ხნის მეგობარი. Proof-ის დაღუპვისგან დათრგუნულ რეპერს დაეწყო შემოქმედებითი კრიზისი, რის გამოც ყოველივე, რასაც წერდა, მისი აზრით, არ ღირდა გამოსაცემად. ამიტომ ბასმა აირჩია ისეთი პროდიუსერული ტაქტიკა, რომელიც რეპერს საშუალებას მისცემდა არსებულ ფარგლებს გარეთ გასვლას. წინა წლებისგან განსხვავებით, ემინემი ამჯერად იწერდა თითო ან რამდენიმე სტრიქონს, შემდეგ ჩერდებოდა და სხვა სტრიქონებს ამატებდა. ამავე პერიოდში, შემსრულებლის სიმღერების უფლებების ხელმძღვანელ ჯოელ მარტინის თქმით, ისე მოხდა, რომ ემინემმა დაიწყო სხვა სიმღერების დამატებაც, თუმცა ამას თავად არ ამჩნევდა. ხშირად იწერდა მასალას, რომელსაც თავდაპირველად სხვა შემსრულებლებისთვის ამზადებდა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამ შემთხვევაში მოსწონდა.
ფერნდეილში (მიჩიგანი) რეპერმა შეიძინა ახალი სტუდია, Effigy Studio, რითაც დასრულდა მისი ურთიერთობა წინა პროდიუსერულ გუნდთან სტუდიიდან 54 Sound (მათ შორის ჯეფ ბასთან და მის ძმასთან). 2007 წლის სექტემბერში Dr. Dre-მ ახსენა, რომ ორი თვის განმავლობაში აპირებდა Relapse-ზე მუშაობას. ასეთ პროდიუსერთან თანამშრომლობამ ემინემს საშუალება მისცა, ყურადღება გადაეტანა სიმღერების შექმნის პროცესზე და არა პროდიუსერულ მხარეზე, რომელსაც Dr. Dre ხელმძღვანელობდა. მან ეს არჩევანი გაამართლა იმით, რომ მასსა და Dre-ს შორის დიდი ხნის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა და მუსიკალური „ქიმია“ არსებობდა. შედეგად, ემინემმა შეძლოა Dre-ს კატალოგიდან ისეთი რიტმების აღება, რომლებიც სწორი რითმების გამოყენების ამოცანის წინაშე აყენებდნენ. ალბომის შექმნა Effigy Studio-ში გაგრძელდა ერთი წლის შემდეგ, ხმისჩამწერი სესიებით ორლანდოში (ფლორიდა), 2008 წლის სექტემბერში. ამ დროისთვის ემინემმა კვლავ დაიწყო ლექსების ისეთი ტემპით წერა, რომ მათ ჩასაწერად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე შესაქმნელად. შემოქმედებითი აღმავლობის მიზეზად მან დაასახელა სიფხილზე, ამბობდა რა, რომ მისი გონება გათავისუფლდა იმ ქაოსისგან, რომელიც „აჩერებდა“ უკანასკნელ წლებში წამლების გადაჭარბებით გამოყენებისას. Dr. Dre ყოველ ახალ სიმღერაზე მუშაობის დაწყებისას ემინემს გადასცემდა CD-ზე ჩაწერილ რიტმებს. რეპერი ცალკე ოთახში იჯდა, უსმენდა მათ, არჩევდა მისთვის უფრო საინტერესოს და შთამბეჭდავს, შემდეგ წერდა ტექსტებს ამ ინსტრუმენტული ნაწილებისთვის, ხოლო Dr. Dre და მისი პროდიუსერული გუნდი კვლავ ქმნიდა ახალ მელოდიებს. როდესაც თვლიდა, რომ ტექსტების საკმარისი რაოდენობა შექმნა, ემინემი მთელი დღის განმავლობაში იჯდა და სიმღერებს მანამდე იწერდა, სანამ ხმას დაკარგავდა და ვეღარ მუშაობდა შემდეგი დღეების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში იგი უბრალოდ იჯდა და ახალი სიმღერების ტექსტებზე მუშაობდა. ასეთი მუშაობა გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში და საკმარისი რაოდენობის მასალა შეგროვდა ახალი ალბომისთვის, რომელსაც თავდაპირველად Relapse 2 ეწოდებოდა – შემდგომში იგი გამოვიდა როგორც Recovery.
ამ პერიოდში რამდენიმე სიმღერამ, განკუთვნილმა Relapse-ში შესატანად, გაჟონა ინტერნეტში. მათ შორის იყო ჯერ დაუსრულებელი „Crack a Bottle“. მისი ჩაწერა დასრულდა 2009 წლის იანვარში. სიმღერის ჩაწერაში შემსრულებლების სახით აგრეთვე მონაწილეობდნენ Dr. Dre და 50 Cent. მიუხედავად გაჟონვისა, ალბომზე მუშაობა დაასრულეს თითქმის აბსოლუტურ გასაიდუმლოებულ ვითარებაში, როგორც ბრიტანული The Independent წერდა. ალბომის შესახებ არავითარ ინფორმაციას ფლობდა Polydor Records-სიც, Interscope-ის მფლობელი. 23 აპრილს ემინემმა განაცხადა, რომ მხოლოდ ის და Dre ფლობდნენ Relapse-ის საბოლოო ვერსიის ასლებს. მენეჯერ პოლ როზენბერგის განცხადებით, ჩანაწერი არ ინახებოდა ემინემის ლეიბლებშიც, რათა არ მომხდარიყო მისი ბუტლეგის სახით გავრცელება.
XXL-თან ინტერვიუში ემინემმა განაცხადა, რომ Relapse-ის ჩანაფიქრი იყო წამლებზე დამოკიდებულების დასრულება და ისეთი სტილით შესრულება, თითქოს იგი კვლავ წამლებს იყენებდა და, ამასთან, Slim Shady-ს ალტერ-ეგოს დაბრუნება. ჟურნალისტ დეტუონ თომასის თანახმად, ემინემისთვის შთაგონებად იქცა როგორც წამლებთან გამოცდილება, ასევე დოკუმენტური ფილმები დამნაშავეებზე და სერიულ მკვლელებზე, ვინაიდან რეპერს აინტერესებდა სერიული მკვლელების და მათი აზროვნების შესწავლა. The New York Times-თან 2009 წლის ინტერვიუდან:
მუსიკალური კრიტიკოსი რობერტ კრისტგოუ ალბომის პირველ სტრიქონში, ფრაზაში „horror corridor“ (საშინელებათა დერეფანი) „ჰორორკორის“ დამალულ მნიშვნელობას ხედავს. ბენ კაპლანმა (Vancouver Courier) ასევე მიაკუთვნა ალბომი ჰორორკორის ჟანრს. ენ პაუერსი (Los Angeles Times) წერდა, რომ ალბომის „ჰორორკორული სცენებით“ ემინემი წარმოდგენილია, როგორც „თერაპიული ფარისევლობისგან წარმოშობილი შეშლილი“. ჟურნალისტი რობ შეფილდი აღნიშნავდა წამლების გამოყენების ციტირებას და ამბობდა, რომ Relapse არის კომიკოს რიჩარდ პრაიორის „Live on the Sunset Strip“-ის „ჰიპ-ჰოპ ვერსია“.
Relapse: Refill | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი (ხელახალი გამოცემა) — ემინემი | ||||
გამოცემის თარიღი | 21 დეკემბერი, 2009 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 33:40 | |||
ლეიბლი |
| |||
პროდიუსერი |
| |||
ემინემი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Relapse: Refill | ||||
|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Dr. West“ (skit) | მარშალ მეზერსი, პოლ როზენბერგი | Dr. Dre, ემინემი | 1:29 |
2. | „3 a.m.“ | მეზერსი, ანდრე იანგი, მარკ ბეტსონი, დევოუნ პარკერი, ტრევორ ლოურენსი, მაიკ ელიზონდო | Dr. Dre | 5:19 |
3. | „My Mom“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre | 5:19 |
4. | „Insane“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო | Dr. Dre | 3:01 |
5. | „Bagpipes From Baghdad“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო, შონ კრუზი | Dr. Dre, ტრევორ ლოურენსი | 4:43 |
6. | „Hello“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 4:08 |
7. | „Tonya“ (skit) | მეზერსი, როზენბერგი | Dr. Dre, ემინემი | 0:42 |
8. | „Same Song & Dance“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო | Dr. Dre, დევოუნ პარკერი | 4:06 |
9. | „We Made You“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, უოლტერ იგენი | Dr. Dre, ემინემი, Doc Ish (დამ.) | 4:30 |
10. | „Medicine Ball“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 3:57 |
11. | „პოლ“ (skit) | მეზერსი, როზენბერგი | 0:19 | |
12. | „Stay Wide Awake“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო | Dr. Dre | 5:19 |
13. | „Old Time's Sake“ (Dr. Dre-სთან ერთად) | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 4:38 |
14. | „Must Be the Ganja“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 4:02 |
15. | „Mr. Mathers“ (skit) | მეზერსი, როზენბერგი | Dr. Dre, ემინემი | 0:42 |
16. | „Déjà Vu“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, კრუზი | Dr. Dre | 4:43 |
17. | „Beautiful“ | მეზერსი, ლუის რესტო, ჯეფ ბასი, დონ ბლეკი, ენდი ჰილი | ემინემი, ჯეფ ბასი (დამ.) | 6:32 |
18. | „Crack a Bottle“ (მონაწილეობენ Dr. Dre და 50 Cent) | მეზერსი, კერტის ჯექსონი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ჟან რენარი | Dr. Dre | 4:57 |
19. | „Steve Berman“ (skit) | მეზერსი, როზენბერგი | 1:29 | |
20. | „Underground“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre | 6:11 |
საერთო ხანგრძლივობა: | 76:16 |
Relapse: Refill | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Forever“ (Drake, მონაწილეობენ კანიე უესტი, ლილ უეინი და ემინემი) | ობრი გრემი, მეზერსი, კანიე უესტი, დუეინ კარტერი, მეთიუ სემუელსი | Boi-1da | 5:58 |
2. | „Hell Breaks Loose“ (მონაწილეობს Dr. Dre) | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 4:04 |
3. | „Buffalo Bill“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ელიზონდო | Dr. Dre, მარკ ბეტსონი | 3:52 |
4. | „Elevator“ | მეზერსი, რესტო | ემინემი, Luis რესტო (დამ.) | 4:52 |
5. | „Taking My Ball“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre | 5:01 |
6. | „Music Box“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre, დევოუნ პარკერი | 5:05 |
7. | „Drop the Bomb on 'Em“ | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი | Dr. Dre | 4:48 |
საერთო ხანგრძლივობა: | 33:40 |
iTunes-ის დელუქს-გამოცემა | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
21. | „My Darling“ | მეზერსი, იანგი, რესტო, მაიკ სტრეინჯი | ემინემი | 5:20 |
22. | „Careful What You Wish For“ | მეზერსი, რესტო, სტივ კინგი | ემინემი | 3:47 |
23. | „We Made You“ (სინგლის ვერსია) | მეზერსი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, Walter Egan | Dr. Dre, ემინემი, Doc Ish | 4:46 |
24. | „Crack a Bottle“ (სინგლის ვერსია) (მონაწილეობენ Dr. Dre და 50 Cent) | მეზერსი, კერტის ჯექსონი, იანგი, ბეტსონი, პარკერი, ლოურენსი, ჟან რენარი | Dr. Dre | 5:15 |
25. | „3.A.M“ (მუსიკალური ვიდეო) | 5:31 | ||
26. | „We Made You“ (მუსიკალური ვიდეო) | 4:53 | ||
საერთო ხანგრძლივობა: | 105:48 |
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA) | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria) | ოქრო | 15,000x |
ბელგია (BEA) | ოქრო | 15 000* |
საფრანგეთი (SNEP) | ოქრო | 50,000* |
ყურის თანამშრომლობის საბჭო (IFPI Middle East) | ოქრო | 3 000* |
გერმანია (BVMI) | ოქრო | 100 000^ |
ირლანდია (IRMA) | 2× პლატინა | 30 000x |
იტალია (FIMI) | ოქრო | 30 000* |
იაპონია (RIAJ) | ოქრო | 100 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ) | პლატინა | 15 000^ |
რუსეთი (NFPF) | ოქრო | 10 000* |
სამხრეთი აფრიკა (RISA) | ოქრო | 20,000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland) | პლატინა | 30 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI) | პლატინა | 512,911 |
აშშ (RIAA) | 2× პლატინა | 2,363,000 |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
|