Resident Evil 2 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი | Capcom |
სერია | „Resident Evil“ |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი | 25 იანვარი, 2019 |
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
დიზაინერ(ებ)ი | ჰიდეჰირო გოდა |
პროგრამისტ(ებ)ი | მასატოში ფუკაზავა |
კომპოზიტორი |
|
Resident Evil 2 (იაპონ. Biohazard RE:2) — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Capcom-მა. ის არის 1998 წელს გამოსული ვიდეო თამაშ „Resident Evil 2“-ის რიმეიკი. სიუჟეტი მიმდინარეობს პოლიციელის, ლეონ სკოტ კენედისა და კლერ რედფილდის გარშემო, რომლებიც ცდილობენ ზომბებით მოცული ქალაქ რაკუნ-სიტიდან გაღწევას. თამაში გამოვიდა 2019 წლის 25 იანვარს PlayStation 4-ზე, Windows-სა და Xbox One-ზე.
„Resident Evil 2“-ისგან განსხვავებით და „Resident Evil 4“-ის მსგავასდ, მასში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით.
მეორე ნაწილის რიმეიკის შექმნის იდეა Capcom-ს ჯერ კიდევ პირველი ნაწილის რიმეიკის „Resident Evil“-ის შემდეგ მოუვიდა. მაგრამ იმ დროისთვის სერიის შემქმნელი სინძი მიკამი დაკავებული იყო Resident Evil 4-ზე მუშაობით, შესაბამისად პროექტზე მუშაობა დროებით შეწყდა. 2015 წელს Capcom-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მეორე ნაწილის რიმეიკზე მუშაობა. 2018 წელს E3-ის ცერემონიალზე ნაჩვენები იქნა თამაშის პირველი ტრეილერი
„Resident Evil 2“-ს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. თამაშმა ასევე გაიმარჯვა რამდენიმე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, მათ შორის — Golden Joystick Awards, NAVGTR Awards, D.I.C.E. Awards და სხვა. 2018 წლის E3-ის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ, Game Critics Awards-ის დაჯილდოებაზე დასახელდა „შოუს საუკეთესო მოვლენად“. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის PC ვერსია ფლობს 89/100, PS4-ის ვერსია — 91/100, ხოლო XONE-ის ვერსია – 93/100.
თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით თამაშის გაყიდვების რაოდენობა ხუთ მილიონ ეგზემპლარს აღემატება.
|