The Best of 1990–2000 | ||||
---|---|---|---|---|
კომპილაციური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 5 ნოემბერი 2002 | |||
ჩაიწერა | 1990–2002 | |||
ჟანრი | როკი, ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 71:53 | |||
ლეიბლი | Island/Interscope | |||
პროდიუსერი | სტივ ლილიუაიტი, ბრაიან ინო, დენიელ ლანუა, უილიამ ორბიტი, ბონო, The Edge, ადამ კლეიტონი, ლარი მალენი Flood, ნელი ჰუპერი, პოლ ბარეტი, ჰაუი ბი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Best of 1990–2000 | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
Blender | |
Entertainment Weekly | B− |
Pitchfork Media | 5.6/10 |
Rolling Stone |
The Best of 1990–2000 — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერების კომპილაციური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2002 წელს. იგი მოიცავს კოლექტივის კარიერას 1990-დან 2000 წლამდე, თუმცა მასში უფრო მოგვიანებით ჩაწერილი რამდენიმე დამატებითი სიმღერაც არის. ალბომი არის The Best of 1980–1990-ის გაგრძელება.
ალბომის შეზღუდულ გამოცემას ახლავს დამატებითი, მეორე დისკი, სინგლების B-გვერდებით და DVD დისკი პირველ აუდიოდისკზე წარმოდგენილი ყველა სიმღერის პრომო-ვიდეოფილმით.
ახალ სიმღერებს შორის არის სინგლები Electrical Storm და The Hands That Built America (შეტანილი იყო ფილმში „ნიუ-იორკის ბანდები“)
კრებულში, გარდა ამისა, შეტანილია Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me (1995) და Miss Sarajevo, რომელიც ლუჩანო პავაროტისთან ერთად იყო ჩაწერილი, პროექტისთვის Original Soundtracks No. 1.
# | სახელწოდება | ალბომი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Even Better Than the Real Thing“ | Achtung Baby (1991) | 3:39 |
2. | „Mysterious Ways“ (Best of-ის ვერსია) | Achtung Baby | 4:02 |
3. | „Beautiful Day“ | All That You Can't Leave Behind (2000) | 4:05 |
4. | „Electrical Storm“ (უილიამ ორბიტის მიქსი) | ახალი სიმღერა | 4:37 |
5. | „One“ | Achtung Baby | 4:35 |
6. | „Miss Sarajevo“ (რადიოს ვერსია; მანამდე ავტორებად მიუთითებდნენ Passengers-ს (U2 და ბრაიან ინო)) | Original Soundtracks 1 (1995) | 4:30 |
7. | „Stay (Faraway, So Close!)“ | Zooropa (1993) | 4:58 |
8. | „Stuck in a Moment You Can't Get Out Of“ | All That You Can't Leave Behind | 4:31 |
9. | „Gone“ (ახალი მიქსი) | Pop (1997) | 4:32 |
10. | „Until the End of the World“ | Achtung Baby | 4:38 |
11. | „The Hands That Built America“ (ფილმიდან ნიუ-იორკის ბანდები) | ახალი სიმღერა | 4:57 |
12. | „Discothèque“ (ახალი მიქსი) | Pop | 4:40 |
13. | „Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me“ | ბეტმენი სამუდამოდ - საუნდტრეკი (1995) | 4:44 |
14. | „Staring at the Sun“ (ახალი მიქსი) | Pop | 4:48 |
15. | „Numb“ (ახალი მიქსი) | Zooropa | 4:21 |
16. | „The First Time“ | Zooropa | 3:44 |
საერთო ხანგრძლივობა: | 71:53 |
იაპონური და ბრიტანული გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ალბომი | ხანგრძლივობა |
17. | „The Fly“ | Achtung Baby | 4:28 |
Electrical Storm გამოიცა სინგლის სახით. პირველ დისკზე წარმოდგენილი ვარიანტი არის უილიამ ორბიტის მიქსი, ხოლო მეორე დისკზე წარმოდგენილია თავდაპირველი ვარიანტი. მიუხედავად ამისა, სიმღერის მიქსი ყოველთვის უფრო ცნობილი იყო.
სიმღერები Gone, Discothèque, Staring at the Sun და Numb ასევე არის მიქსები (მაიკ ჰეჯსის შედგენილი) და შეიცავენ სხვადასხვა დამატებით პარტიას, რომელიც თავად ჯგუფმა დაამატა სიმღერებს.
ბრიტანულ გამოცემაში The Fly მოჰყვება სიმღერას The First Time.
# | სახელწოდება | ორიგინალური გამოცემა | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Lady with the Spinning Head“ (ვრცელი საცეკვაო მიქსი) | სინგლი Even Better Than the Real Thing | 6:06 |
2. | „Dirty Day“ (Junk Day mix) | სინგლი Please | 4:40 |
3. | „Summer Rain“ | სინგლი Beautiful Day | 4:07 |
4. | „Electrical Storm“ (ჯგუფის ვერსია) | ახალი სიმღერა | 4:26 |
5. | „North and South of the River“ | Staring at the Sun (სინგლი) | 4:36 |
6. | „Your Blue Room“ | Original Soundtracks 1 | 5:26 |
7. | „Happiness Is a Warm Gun“ (Gun mix) | სინგლი Last Night on Earth | 4:45 |
8. | „Salomé“ (Zooromancer-ის რემიქსის შემოკლებული ვერსია) | სინგლი Even Better Than the Real Thing | 5:51 |
9. | „Even Better Than the Real Thing“ (Perfecto mix) | სინგლი Even Better Than the Real Thing | 6:38 |
10. | „Numb“ (Gimme Some More Dignity Mix edit) | Melon: Remixes for Propaganda | 5:50 |
11. | „Mysterious Ways“ (Solar Plexus Club mix) | სინგლი Mysterious Ways | 4:08 |
12. | „If God Will Send His Angels“ (Big Yam mix) | სინგლი Mofo | 5:42 |
13. | „Lemon“ (Jeep mix) | სინგლი Lemon | 5:29 |
14. | „Discothèque“ (Hexidecimal mix edit) | სინგლი Discothèque | 5:45 |
საერთო ხანგრძლივობა: | 73:52 |
The History Mix არის ვიდეომონტაჟი, რომელიც მიმოიხილავს ჯგუფის 1990-იანი წლების ალბომებსა და საკონცერტო ტურებს. მასში შეტანილია ინტერვიუების, პრომო ვიდეოებისა და სხვა მასალის ნაწყვეტები.
სიმღერის Please შესრულება აღებულია ჰელსინკის კონცერტიდან (1997 წლის 9 აგვისტო). ვიდეოს რეჟისორია მორის ლინეინი.
The Best of 1990–2000 | ||||
---|---|---|---|---|
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 დეკემბერი, 2002 | |||
ჩაიწერა | 1991–2002 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 176:00 | |||
ლეიბლი | Island, Interscope | |||
პროდიუსერი | ნედ ო'ჰენლონი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
|
The Best of 1990–2000 აგრეთვე გამოვიდა DVD დისკის სახით, რომელზეც წარმოდგენილი იყო პირველი აუდიოდისკის სიმღერების პრომო-ვიდეოები.
სიმღერის The Ground Beneath Her Feet ტექსტი ეკუთვნის სალმან რუშდის. სიმღერაში სლაიდ გიტარაზე უკრავს დენიელ ლანუა.
ამ გამოცემებისათვის ყველა სიმღერას ჩაუტარდა რემასტერინგი.
ჩარტები
|
სერტიფიცირებები
|