ტეილორ სვიფტმა მერვე სტუდიური ალბომი, Folklore, 2020 წლის ივლისში გამოსცა. გამოცემის შემდეგ მალევე ალბომის თანაპროდიუსერმა, აარონ დესნერმა შექმნა სიმღერის ინსტრუმენტული ვარიანტი და სახელწოდებად სვიფტის როდ-აილენდზე მდებარე სახლის სახელი აირჩია. ერთი საათის შემდეგ ტეილორმა დაწერა ტექსტი „Willow“ და დესნერს სიმღერის დასასრულებლად გადაუგზავნა.11 დეკემბერს სიმღერა მოულოდნელად გამოქვეყნდა მუსიკალურ პლატფორმებზე, ასევე მოულოდნელ ალბომ Evermore-თან ერთად.
მუსიკალური წარმატებები
სიმღერა დებიუტისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. შედეგად იგი ტეილორ სვიფტის მეჩვიდმეტე სიმღერა გახდა, რომელიც აშშ-ში ნომერ პირველ სინგლად იქცა. სვიფტი გახდა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი შემსრულებელი, რომელიც ორჯერ მოექცა ჩარტის სათავეში ერთდროულად ალბომით და სინგლით. მანამდე მან ეს მანამდე შეძლო ალბომ Folklore-ის და „Cardigan“-ის გამოცემისას. „Willow“ აგრეთვე იქცა ტეილორის მესამე ნომერ პირველ სინგლად და მომღერლის ცხელ ასეულში მოხვედრილ სიმღერებს შორის წარმატებით მესამედ (წინ უსწრებდნენ 2014 წლის „Shake It Off“ და 2020 წლის „Cardigan“). გამოსვლიდან პირველ კვირაში დაფიქსირდა მისი ნაკადოვან სერვისებზე 30 მილიონი მოსმენა, 12.3 რადიომოსმენა და 59000 გაყიდული ციფრული ასლი. ცხელი ასეულის 2 იანვრის ჩარტში სიმღერა საშობაო პერიოდის გამო 38-ე ადგილზე მოხვდა, რაც მანამდე პირველ ადგილზე მოხვედრილი სიმღერისთვის ჩარტში ვარდნის ყველაზე დიდი რეკორდი იყო. მესამე კვირას სიმღერამ 15 ადგილით წინ წაიწია და 23-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.. სიმღერამ ჩარტებში 20 სრული კვირა გაატარა.
მუსიკალური ვიდეო
სიმღერასთან ერთად გამოვიდა მუსიკალური ვიდეოც, რომლის რეჟისორი თავად ტეილორ სვიფტია. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც მან თავად იმუშავა მუსიკალურ ვიდეორგოლზე — „The Man“-ის და „Cardigan“-ის შემდეგ.
სიმღერების სია
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია
„Willow“ – 3:34
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (dancing witch version — Elvira-ს რემიქსი)
„Willow“ (dancing witch version) – 3:04
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (lonely witch version)
„Willow“ (lonely witch version) – 3:34
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (moonlit witch version)
„Willow“ (moonlit witch version) – 3:29
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია – Willow (the witch collection) – EP
„Willow“ – 3:34
„Willow“ (dancing witch version) – 3:04
„Willow“ (lonely witch version) – 3:34
„Willow“ (moonlit witch version) – 3:28
„Willow“ (მუსიკალური ვიდეო) – 4:12
„Willow“ (ტექსტიანი ვიდეო) – 3:40
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (dancing witch version — Elvira-ს რემიქსი, ვებმაღაზიის ექსკლუზიური ვარიანტი)
„Willow“ (dancing witch version)
„Willow“ (ინსტრუმენტული ვერსია)
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (lonely witch version, ვებმაღაზიის ექსკლუზიური ვარიანტი)
„Willow“ (lonely witch version)
„Willow“ (დემო)
ციფრული ჩამონატვირთი და ნაკადოვანი ვერსია (moonlit witch version, ვებმაღაზიის ექსკლუზიური ვარიანტი)