ადა იონათი (ებრ.עדה יונת, დ. 22 ივნისი1939) — ებრაელიკრისტალოგრაფი. ცნობილია თავისი გამოკვლევებით რიბოსომის სტრუქტურაზე. ის არის ჰელენ და მილტონ კიმელმანების ბიომოლეკულური სტრუქტურის ცენტრისა და ვეიზმენის სამეცნიერო ინსტიტუტის ასამბლეის ამჟამინდელი დირექტორი. 2009 წელს მან ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო ვენკატრამან რამაკრიშნანთან და ტომას სტეიზთან ერთად რიბოსომის სტრუქტურისა და ფუნქციების კვლევისათვის. იონათი არის პირველი ებრაელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, შუა აღმოსავლეთში პირველი ქალი, რომელმაც ეს პრიზი სამეცნიერო დარგში გადეცა და პირველი ამ ჯილდოს მფლობელი 45 წლის ქალი.
ბიოგრაფია
იონათი (მანამდე ლიფშიცი) დაიბადა იერუსალიმში, გეულას კვარტალში. მისი მშობლები, ჰილ და ესტერ ლიფშიცები იყვნენ სიონისტი1933 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე პოლონეთის ქალაქ ჟდუნსკა ვოლადან პალესტინაში იმიგრირებული ებრაელები. მამამისი რაბინი იყო. პალესტინაში გაქცეულმა ოჯახმა სასურსათო მაღაზია გახსნა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ, 1968 წელს მან დოქტორის ხარისხი მიიღო ვეიზმანის ინსტიტუტში.
იონათს ჰყავს ქალიშვილი, ჰაგით იონათი, შებას მედიცინური ცენტრის დოქტორი და შვილიშვილი ნოა.