1942,- ოქტომბერი - სსრკ თავდაცვის სახალხო კომისრის უფროსის მოადგილე. უშუალოდ მონაწილეობდა წითელი არმიის მიერ უმნიშვნელოვანესი ოპერაციების დაგეგმვასა და შემუშავებაში, მთავარი საკითხების გადაწყვეტაში, ფრონტების ადამიანური რესურსებით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით. ყველა სახის რეზერვის მომზადებაში მოქმედი არმიებისათვის.
1942 – 1943სტალინგრადის ბრძოლის დროს იყო შეტევითი ოპერაციების დაგეგმვის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი. კორდინაციას უწევდა ფრონტების მოქმედებას ალყაში მოქცეული მოწინააღმდეგის დაჯგუფების ლიკვიდაციისას.
1943 - კურსკის ბრძოლაში როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ახორციელებდა ვორონეჟის ფრონტი|ვორონეჟის ფრონტის და სტეპის ფრონტის ფრონტებს შორის ერთობლივ მოქმედებას. ხელმძღვანელობდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებას, დონბასის გასანთაფისუფლებლად.
1944-იანვარი თებერვალი, კორდინაციას უწევდა მე-3 და მე-4 უკრაინული ფრონტების მოქმედებას კრივოროჟ - ნიკოპოლის ოპერაციაში,აპრილში საბჭოთა ჯარების მოქმედებას ყირიმის განთაფისუფლებისას, ივნისიდან, მოქმედებას მე-3 ბელორუსიის, 1-ლი და 2-ე ბალტიისპირეთის ფრონტებისა ბელორუსიის ოპერაციაში.
1945-თებერვალი შეყვანილ იქნა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში და დაინიშნა მე-3 ბელორუსიის ფრონტის სარდლად.
1945-ივნისი საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი შორეულ აღმოსავლეთში. ვასილევსკის ხელმძღვანელობით განხორციელდა საბჭოთა ჯარების მსხვილი გადაჯგუფება, დაიგეგმა, მომზადა და ჩატარდა მანჯურიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია კვანტუნის არმიის გასანადგურებლად.1945- ( 9 აგვ.- 2 სექტ.)ომის შემდგომ გეშტაბის უფროსი, სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე, და 1-ლი მოადგილე.
1949- 1953სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრი (სამხედრო მინისტრი).
1953- 1956 სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე.