ამერიკული ოჯახი (ინგლ.Modern family) — ამერიკული კომედიური ტელესერიალი, რომელიც 2009 წლის 23 სექტემბრიდან 2020 წლის 8 აპრილამდე გადიოდა არხ ABC-ზე. მისი ავტორები იყვნენ კრისტოფერ ლოიდი და სტივენ ლევიტანი. სერიალი შედგება 11 სეზონისაგან, რომლის სიუჟეტიც უმეტესწილად მიმდინარეობს ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის ოჯახებში. სერიალს მოგებული აქვს ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოები.
იდეა და სცენარი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
„ამერიკული ოჯახის“ მთავარი იდეაა, რომ წარმოაჩინოს ოჯახის სამი სახე (მრავალშვილიანი, შერეული და ერთსქესიანი). ამისათვის გამოყენებულია ლოს-ანჯელესის გარეუბანში მცოხვრები ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის, კლერისა და მიჩელის ოჯახები. ჯეი დაქორწინებულია თავისი შვილების ტოლ კოლუმბიელ ქალზე, გლორიაზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი, მენი დელგადო. მოგვიანებით თავად ჯეისა და გლორიასაც შეეძინათ ერთი საერთო ვაჟი, სახელად ფულხენსიო ჯოზეფ „ჯოი“ პრიჩეტი.
ჯეის ქალიშვილი, კლერი დიასახლისი და მეოჯახე ქალია, რომელიც მრავალი წლის შემდეგ კვლავ უბრუნდება სამსახურსა და ბიზნესის სამყაროს. მოგვიანებით იგი მამის კომპანიის, პრიჩეტის კარადებისა და ჟალუზების ხელმძღვანელიც ხდება. იგი დაქორწინებულია ფილ დანფიზე, რომელიც არის მაკლერი და თვითწოდებული „მაგარი მამიკო“. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ: ჰეილი (სტერეოტიპული ზარმაცი თინეიჯერი გოგონა), ალექსი (ინტელიგენტი და განათლებაზე გადართული შუათანა შვილი) და ლუკი (ნაბოლარა ვაჟი).
ჯეის ვაჟი, მიჩელი პროფესიით იურისტია და თავის ქმართან, კემერონ ტაკერთან ერთად ჰყავს ნაშვილები ვიეტნამელი ქალიშვილი, ლილი ტაკერ-პრიჩეტი. მეთერთმეტე სეზონის ბოლოს ისინი მეორე ბავშვსაც იყვანენ, სახელად რექსფორდს.
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს ოჯახი წარმოადგენს თანამედროვე ოჯახის მაგალითს და ეპიზოდებიც მთლიანად ემყარება ისეთ სიტუაციებს, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან ადამიანები.
გლორია დელგადო-პრიჩეტი (მსახ. სოფია ვერგარა), ჯეის მეორე ცოლი;
კლერ დანფი (მსახ. ჯული ბოუენი), ჯეის უფროსი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან;
ფილ დანფი (მსახ. ტაი ბარელი), კლერის ქმარი;
მიჩელ პრიჩეტი (მსახ. ჯესი ტაილერ ფერგიუსონი), ჯეის ვაჟი პირველი ქორწინებიდან;
კემერონ ტაკერი (მსახ. ერიკ სტოუნსტრიტი), მიჩელის ქმარი;
ჰეილი დანფი (მსახ. სარა ჰილანდი), კლერისა და ფილის უფროსი ქალიშვილი;
ალექს დანფი (მსახ. არიელ უინტერი), კლერისა და ფილის შუათანა ქალიშვილი;
ლუკ დანფი (მსახ. ნოლან გაუდი), კლერისა და ფილის ნაბოლარა ვაჟი;
მენი დელგადო (მსახ. რიკო როდრიგესი), გლორიას ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ჯეის გერი;
ლილი ტაკერ-პრიჩეტი (მსახ. ობრი ანდერსონ-ემონსი), მიჩელისა და კემერონის ნაშვილები ქალიშვილი;
ფულხენსიო ჯოი პრიჩეტი (მსახ. ჯერემი მაგუარი), ჯეისა და გლორიას ერთადერთი საერთო ვაჟი;
დილან მარშალი (მსახ. რედ ევინგი), ჰეილის შეყვარებული, შემდეგ კი ქმარი და მისი შვილების მამა;
ოჯახური ხე
სერიალის მთავარი გმირები წარმოდგენილია მწვანედ, მათთან დაახლოვებული პირები კი თეთრად. უწყვეტი ხაზი გამოხატავს ქორწინებასა და ბავშვის შეძენას, წყვეტილი ხაზი განქორწინებას, წერტილები შვილად აყვანას, ხოლო ჯვარი გარდაცვალებას.
ხავიერ დელგადო
გლორია პრიჩეტი
ჯეი პრიჩეტი
დიდი პრიჩეტი †
გრეის დანფი †
ფრენკ დანფი†
ჯოი პრიჩეტი
მენი დელგადო
მერლი ტაკერი
ბარბ ტაკერი
პემერონ ტაკერი
კემერონ ტაკერი
მიჩელ პრიჩეტი
კლერ დანფი
ფილ დანფი
კელოუნ ჯონსონი
ლილი ტაკერ-პრიჩეტი
რექსფორდ ტაკერ-პრიჩეტი
დილან მარშალი
ჰეილი დანფი
ალექს დანფი
ლუკ დანფი
ჯორჯი
პოპი
ეპიზოდები
სეზონი
ეპიზოდების
რაოდენობა
პირველი სერიის
გამოსვლის თარიღი
ბოლო სერიის
გამოსვლის თარიღი
რანკი
რეიტინგი
(მილიონებში)
1
24
23 სექტემბერი, 2009
19 მაისი, 2010
36
9.49
2
24
22 სექტემბერი, 2010
25 მაისი, 2011
24
11.89
3
24
21 სექტემბერი, 2011
23 მაისი, 2012
15
12.93
4
24
26 სექტემბერი, 2012
22 მაისი, 2013
18
12.31
5
24
25 სექტემბერი, 2013
21 მაისი, 2014
19
11.79
6
24
24 სექტემბერი, 2014
20 მაისი, 2015
24
11.91
7
22
23 სექტემბერი, 2015
18 მაისი, 2016
36
9.83
8
22
21 სექტემბერი, 2016
17 მაისი, 2017
34
8.79
9
22
27 სექტემბერი, 2017
16 მაისი, 2018
58
7.09
10
22
26 სექტემბერი, 2018
8 მაისი, 2019
65
6.40
11
18
25 სექტემბერი, 2019
8 აპრილი, 2020
49
7.10
შეფასება
რეიტინგი
სერიალი პოპულარული გახდა მისი პრემიერის დღიდანვე. პირველივე სეზონით იგი მთელი აშშ-ს მასშტაბით მესამე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ გახდა. მას შემდეგ, რაც სერიალმა ემის ჯილდო მოიპოვა, მისი რეიტინგი მეორე სეზონში პირველთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. ასევე მეორე სეზონში, იგი ოთხშაბათობით გასულ შოუებში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. სერიალი „ამერიკული ოჯახი“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში.
სერიალის წარმატება დადებითად შეაფასა კოსბის შოუმ. 2010-2011 წლებში გასული სეზონის დროს იგი იყო ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში და რიგით მესამე რეიტინგული შოუ აშშ-ში. რეიტინგულად მას მხოლოდ „დიდი აფეთქების თეორია“ და „ორი და ნახევარი კაცი“ უსწრებდნენ. იგი ასევე პირველ ადგილს იკავებდა DVR-ის მაყურებლებში.
მესამე სეზონის პრემიერა ABC-ის არხზე ყველაზე რეიტინგული სეზონის პრემიერა გახდა. სერიის წარმატებამ გამოიწვია ის, რომ იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტკომად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად „ამერიკული ოჯახის“ ყველა სეზონი იწყება სექტემბრის მეოთხე კვირაში და სრულდება მაისში. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო, მე-11 სეზონი, რომელიც აპრილში დასრულდა.
ჯილდოები
„ამერიკულმა ოჯახმა“ მოიპოვა ემის 22 და მწერალთა გილდიის 6 ჯილდო. მოგვიანებით ასევე მოიგო GLSEN-ის ჯილდოც მაყურებელთა პოზიტიური დამოკიდებულების გამო, ჯილდოს გადაცემისას კი სერიალზე ითქვა: „პოზიტიური წარმოდგენები და ძლიერი სცენები, რომლებიც ასახავენ ამერიკას, მათ შორის ყველაზე მთავარს: ოჯახის სახეებს, რომელთაგან უმთავრესია გეი წყვილი“. 2010 წელს სერიალი ნომინირებული იყო კინოკრიტიკოსთა გილდიის ჯილდოზე. მსგავსად სერიალ „მეგობრებისა“, ამ სერიალის ყველა მთავარი მსახიობი ემის რიგით 62-ე დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული. 2009 წელს იგი კრიტიკოსთა მიერ შედგენილ „2009 წლის საუკეთესო სერიალების ათეულში“ მოხვდა. იმავე წელს მიიღო ჯორჯ პოსტერ პეარბოდის სახელობის ჯილდო. 2012 წელს სერიალმა ოქროს გლობუსიც მოიპოვა „წლის საუკეთესო სატელევიზიო სერიალის“ ნომინაციაში. იგი ასევე ნომინირებული იყო დიდი ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო პრემიაზე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ და ასევე მსახიობმა კელ პენმა „ამერიკული ოჯახი“ თავიანთ საყვარელ სერიალად დაასახელეს ინტერვიუში.
2013 წლის ივნისში ამერიკის მწერალთა გილდიამ „ამერიკული ოჯახი“ „101 ერთი ყველაზე კარგად დაწერილი სატელევიზიო სერიალში, რომელიც ოდესმე გადაღებულა“-ში 34-ე ადგილზე გაიყვანა. იმავე წლის დეკემბერში სატელევიზიო გილდიამ იგი „60 საუკეთესო სერიალის“ სიაში 43-ე ადგილზე დაასახელა.
ადაპტაციები
ჩილე: ჩილეური სატელევიზიო კომპანია MEGA გახდა პირველი უცხოური არხი მსოფლიოში, რომელმაც იყიდა „ამერიკული ოჯახის“ უფლებები, რომ გადაეღოთ თავიანთი ვარიაცია, სახელად „თანამედროვე ოჯახი“ (ესპ. Familia moderna), რომლის პირველი ეპიზოდიც 2015 წლის 3 დეკემბერს გავიდა ეთერში. მთავარი განსხვავება ამერიკულ და ჩილეურ ვარიანტებს შორის არის ის, რომ ჩილეურ ვარიანტში მიჩელისა და კემერონის წყვილს ბავშვი არ აჰყავთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთი მათგანი სიმთვრალის შედეგად ქალისაგან ბიოლოგიურ ბავშვს აჩენს. ამის შემდეგ ისინი ბავშვის მეურვეობას იღებენ, სანამ მისი დედა საზღვარგარეთ მიდის სამოგზაუროდ;
საბერძნეთი: ბერძნულმა კომპანიამ Mega Channel-მა ასევე იყიდა უფლება, რომ გადაეღოთ „ამერიკული ოჯახის“ ბერძნული ვარიანტი (ბერძნ. Μοντέρνα Οικογένεια), რომელიც 2014 წლის 20 მარტიდან გადის კვიპროსსა და საბერძნეთში;
ირანი: ისლამურმა რესპუბლიკის მაუწყებელმა გამოუშვა „ამერიკული ოჯახის“ რიმეიქი, სახელწოდებით „ნახევარი სისხლი“, რომლის პრემიერაც 2014 წლის 30 ივნისს შედგა. ირანულ ვერსიაში ფილ დანფის თინეიჯერი ბიჭი ცვლის, ამ ცვლილების გამო ჰეილის შეყვარებული დილანიც ჩანაცვლებულია ახლო მეგობრით. ამასთან, ქვეყნის კანონების გამო მიჩელისა და კემერონის ქორწინება მთლიანად ამოღებულია, ირანულ ვერსიაში მათ არც ბავშვები ჰყავთ და აქვთ უბრალო ჰომოსექსუალური ურთიერთობა.
↑"Full Series Rankings For The 2009–10 Broadcast Season". Deadline Hollywood. Archived from the original on June 30, 2013. Retrieved December 11, 2012.
↑Gorman, Bill (October 21, 2010). "Glee, Dancing, Modern Family, Castle Lead Season's Ratings Gainers, CSI:NY, Lie To Me, House Lead Losers". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on October 24, 2010. Retrieved October 21, 2010.
↑Seidman, Robert (September 23, 2010). "ABC Turns in its Strongest Wednesday in Nearly 10 Months; 'Modern Family' Opens as Wednesday's No. 1 TV Show". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on September 26, 2010. Retrieved September 23, 2010.
↑Seidman, Robert (October 19, 2010). "TV Ratings Broadcast Top 25: Modern Family, Glee, Grey's Anatomy, Glee, Sunday Night Football, DWTS, NCIS Top Week 4 Viewing". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on October 22, 2010. Retrieved October 19, 2010.
↑Gorman, Bill (May 26, 2011). "2010–11 Season Broadcast Primetime Show Viewership Averages". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on June 20, 2011. Retrieved June 2, 2011.
↑Gorman, Bill (June 9, 2011). "'Modern Family' Tops DVR Ratings Gain for the 2010–11 Season; 'Fringe' Has Biggest % Increase By DVR". TV by the Numbers. Tribune Digital Ventures. Archived from the original on July 9, 2012. Retrieved June 13, 2011.
↑Villarreal, Yvonne (October 30, 2011). "'Modern Family': Savior of the sitcom". The Los Angeles Times. Archived from the original on October 30, 2011. Retrieved October 29, 2011.
↑Katz, Josh (December 27, 2016). "'Duck Dynasty' vs. 'Modern Family': 50 Maps of the U.S. Cultural Divide". The New York Times. Archived from the original on March 29, 2017. Retrieved February 25, 2017.