არაბული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი არაბული ვიკიპედია
ويكيبيديا العربية
განყოფილების ლოგო
მისამართი: ar.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: არაბული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 1 231 341
გვერდების რაოდენობა: 8 404 056
რედაქტირებების რაოდენობა: 66 610 066
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2 570 644
აქტიური მომხმარებელი: 3 795
ადმინისტრატორი: 23
სიღრმე: 268.9

არაბული ვიკიპედია (არაბ. ويكيبيديا العربية ან ويكيبيديا، الموسوعة الحرة) — ვიკიპედიის განყოფილება არაბულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 9 ივლისს. 2012 წლის მარტის მდგომარეობით შეიცავდა 170 000 სტატიას. დარეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი მომხმარებელი, არსებობს 12,000 გამოსახულება. დღეისათვის არაბული ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 25-ე ადგილზეა და სემიტურ ენებზე არსებული ერთადერთი ვიკიპედიაა, რომელიც სცდება სტატიების 100,000 ზღვარს. სხვა ვიკიპედიებთან შედარებით არაბული ვიკიპედიის იერ-სახე განსხვავებულია. განსაკუთრებით თავისებურია არაბული ენა, რომლის დამწერლობის ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ (როგორც საერთოდ სემიტურ დამწერლობაში).

2008 წლის 30 აპრილს სირიაში მთავრობის მიერ ოფიციალური მიზეზის გარეშე არაბული ვიკიპედია დაიბლოკა. არაბულ ვიკიპედიას ბლოკი მოეხსნა 2009 წლის 13 თებერვალს. დაბლოკვისა და ბლოკის მოხსნის მიზეზები არ გახმაურდა. დღემდე არის დაბლოკილი Wikimedia. 2008 წლის 2 აპრილს მუშაობაში გაეშვა ვიკიპედიის განყოფილება არაბული ენის ერთ-ერთ დიალქტზე, ამრიგად შეიქმნა – ეგვიპტურ-არაბული ვიკიპედია.

არაბულ ვიკიპედიას ჰყავს 24 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 3 ათასს ადამიანს აღემატება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო