აღდგომის აჯანყება (ირლ. Éirí Amach na Cásca, ინგლ. Easter Rising) — აჯანყება ირლანდიაში პირველი მსოფლიო ომის დროს, მომზადებული ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ლიდერების მიერ. გამოსვლები დაიწყო 1916 წლის 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე. აჯანყებულების მთავარი მიზანი იყო ირლანდიის დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან. აჯანყება ძირითადად დუბლინში მიმდინარეობდა, თუმცა სხვადასხვა მასშტაბის გამოსვლები აღინიშნა ქალაქს გარეთ, საგრაფოებში.
აჯანყება სასტიკად ჩაახშეს ბრიტანელებმა. მათ ტყვედ ჩაიგდეს პატრიკ პირსი და მის ძმასთან და 14 მოკავშირესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე.
რესურსები ინტერნეტში