აჰიმსა (სანსკ. अहिंसा ahiṃsā „არა-ძალადობა“) — ცნება ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში, ქმედება ძალადობის გარეშე. ძირითადად კავშირშია ცხოველთა შეწყალებასა და მათი ხორცის საკვებად არ გამოყენებასთან.
ბრიტანული მონობის ქვეშ მყოფი ინდოელი ხალხის ბელადმა მაჰატმა განდიმ (XIX-XX საუკუნეები) ეს რელიგიური მცნება დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა, რომელიც პასიურ დაუმორჩილებლობასა და არაძალადობრივ წინააღმდეგობაში გამოიხატა.