ბატაკლანი (ფრანგ. Bataclan, IPA: bata.klɑ̃) — თეატრი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელიც მდებარეობს ვოლტერის ბულვარზე, 50, პარიზის მე-11 ოლქში. შენობა დაპროექტებულია 1864 წელს არქიტექტორ შარლ დუვალის მიერ, ხოლო სახელწოდება მომდინარეობს ჟაკ ოფენბახის ოპერეტიდან Ba-ta-clan. 1970 წლიდან ითვლება როკ-მუსიკის „ლეგენდარულ“ დარბაზად.
ბატაკლანის თეატრი გახდა პარიზის 2015 წლის 15 ნოემბერის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ელის-ის ორგანიზებულ თავდასხმას 13 ნოემბრის ღამით, რომლის დროსაც დარბაზში ამერიკული როკ-ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტი მიმდინარეობდა, 89 ადამიანი ემსხვერპლა.