ცენტრალური ფიგურები | |
მთავარი წერილები | |
კითაბე აყდასი · კითაბე იყდანი | |
ინსტიტუტები | |
ადმინისტრაციული წყობა | |
ისტორია | |
ცნობილი პიროვნებები | |
შოღი ეფენდი | |
იხ. ასევე | |
სიმბოლოები · კანონები |
ბაჰაი რელიგია (არაბ. بهائي bahāʾī) — XIX საუკუნეში, სპარსეთში (დღევანდელი ირანი) ჩამოყალიბდა და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაი (baha-i) ჰქვიათ.
2005 წლისთვის ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის წმინდა წიგნია „ქითაბე აყდას“, ხოლო ბაჰაულლაჰს გარდა მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი.
დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაის ტაძრები, რომელთა კარი ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.
თავის სამშობლოში - ირანში - ბაჰაი რელიგია სასტიკად აკრძალულია.