ბეზ ლურმენი | |
---|---|
დაბადების სახელი | მარკ ენტონი ლურმენი |
დაბადების თარიღი |
17 სექტემბერი, 1962 სიდნეი, ავსტრალია |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
BAFTA |
საუკეთესო რეჟისორი |
ბეზ ლურმენი (ინგლ. Baz Luhrmann დ. 17 სექტემბერი, 1962, სიდნეი) — ავსტრალიელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. გადაღებული აქვს ხუთი ფილმი. ცნობილია „წითელი ფარდის“ ტრილოგიით. ლურმანს დადგმული აქვს ასევე ოპერა. მისი ფილმები ძირითადად გამოირჩევა სანახაობით. მიუხედავად უჩვეულოობისა, კომერციული წარმატება ჰქონდა ფილმებს „რომეო+ჯულიეტა“ და „მულენ რუჟი!“. კრიტიკოსებმა ნაკლებად მოიწონეს „ავსტრალია“.