ბენიტო პერეს გალდოსი | |
---|---|
ესპ. Benito Pérez Galdós | |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1843 |
დაბადების ადგილი | ლას-პალმასი |
გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 1920 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | calle de Hilarión Eslava |
დასაფლავებულია | ალმუდენის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი , დრამატურგი, პოლიტიკოსი, რომანისტი, ჟურნალისტი და პოეტი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ჟანრი | დრამატურგია, რომანი და თეატრი |
ჯილდოები | Q64516475? და ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი |
მეუღლე | |
პარტნიორ(ებ)ი | Angelina Zampanelli, Emilia Pardo Bazán და Lorenza Cobián |
ხელმოწერა | |
ბენიტო პერეს გალდოსი (ესპ. Benito Pérez Galdós; დ. 10 მაისი, 1843, ლა-ს-პალმასი — გ. 4 იანვარი, 1920, მადრიდი) — ესპანელი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სამეფო აკადემიის წევრი 1897 წლიდან. ეკუთვნის 77 რომანი, 25 დრამა და კომედია, მრავალი მოთხრობა, პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომი. პირველი რომანები „ოქროს შადრევანი“ (1870) და „გულადი“ (1871) თავისუფალი ესკიზები იყო სერიისათვის, რომელიც შეიცავს 46 რომანს (1873–1912) და გადმოგვცემს ესპანეთის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს. პერეს გალდოსს ეკუთვნის აგრეთვე „თანამედროვე ესპანური რომანების“ ციკლი (25-მდე რომანი, 1881–1915); მან სათავე დაუდო ესპანეთის სოციალურ-რეალისტურ დრამას.