ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი Flughafen Berlin Brandenburg
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
ოპერატორი | FBB GmbH | |
ემსახურება | ბერლინი და ბრანდენბურგი | |
სიმაღლე ზდ | 48 მ. | |
კოორდინატები | 52°22′00″ ჩ. გ. 013°30′12″ ა. გ. / 52.36667° ჩ. გ. 13.50333° ა. გ. | |
ვებ-გვერდი | berlin-airport.de | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
07L/25R | 3600 | ასფალტი |
07R/25L | 4000 | ბეტონი |
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი (გერმ. Flughafen Berlin Brandenburg "Willy Brandt") — საერთაშორისო აეროპორტი გერმანიაში. მდებარეობს ბრანდენბურგის მხარეში და ემსახურება დედაქალაქ ბერლინს. აეროპორტს სახელი ყოფილი დასავლეთ ბერლინის მერის და დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტის პატივსაცემად ეწოდა.
ახალმა აეროპორტმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული შენეფელდისა და ტეგელის აეროპორტები და გახდა ერთადერთი კომერციული აეროპორტი, რომელიც ბერლინსა და ბრანდენბურგის მხარეს ემსახურება. პროექტის მიხედვით აეროპორტი ყოველწლიურად 34 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რაც მას დატვირთულობის მიხედვით ქვეყნის მესამე აეროპორტად აქცევს.