ბურები

ბურების ოჯახი, 1886

ბურები, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიკანერებინიდერლანდელ გადმოსახლებულთა შთამომავლები სამხრეთ აფრიკაში. ძველნიდერლანდურ ენაზე სიტყვა ბურ აღნიშნავდა გლეხს. ბურების ენას ეწოდება აფრიკაანსი.

XVII საუკუნეში ჰოლანდიურმა ოსტ-ინდურმა კომპანიამ დაიწყო კეთილი იმედის კონცხის გამოყენება საჭმლისა და წყლის მარაგების შესავსებად აღმოსავლეთში მგზავრობის დროს. 1652 წელს კომპანიის 60-მა მოხელემ იან ვან რიბეკის ხელმძღვანელობით დააფუძნეს პირველი ნიდერლანდური დასახლება. გადმოსახლებულთა შორის გამოჩენილი პიროვნება იყო საიმონ ვან დერ სტელი, სტელენბოშის დამფუძნებელი. XVII საუკუნის ბოლოს, ლუდოვიკო XIV-ის მიერ ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ აფრიკის სამხრეთით თავშესაფარი ნახეს ფრანგი ჰუგენოტების ოჯახებმა. ნიდერლანდელებსა და ფრანგებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო ჰოლანდიურმა ოსტ-ინდურმა კომპანიამ აკრძალა იმიგრაცია.

XVIII საუკუნეში ჩრდილოეთით ბურებმა მიაღწიეს მდინარე ორანჟს. ამ მდინარის ნაპირებზე ბურებს დახვდა ბანტუენოვანი მოსახლეობა, რომელმაც ბურებს სამხედრო წინააღმდეგობა გაუწია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ აფრიკაში ვიზიტით ყოფნისას ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა. მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის შემოთავაზება, რომელიც ეხება ბური ფერმერების ბიზნესის გადმოტანას საქართველოში. 40 000 ბური ფერმერის სახელით საქართველოში ჩამოვიდა ბურ ფერმერთა დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პოლიციის ეფექტურობა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა გააცნო. ბურ ფერმერთა შესაძლო ჩამოსახლებამ გამოიწვია სერიოზული კამათი ქართულ საზოგადოებაში და ინტერნეტ სივრცეში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო