გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262

გაეროს გა
რეზოლუცია 68/262
თარიღი 27 მარტი 2014
სხდომა № 80
კოდი A/RES/68/262 (დოკუმენტი)
თემა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია
კენჭისყრა
მომხრე: 100
წინააღმდეგი: 11
თავი შეიკავა: 58
არ ესწრებოდა: 24
შედეგი მიღებულია

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262 მიიღეს 2014 წლის 27 მარტს, გაეროს 68-ე სხდომაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. არასავალდებულო რეზოლუციამ, რომელსაც მხარი 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ვალდებული გახადა გაეროს გენერალური ასამბლეა ეღიარებინა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და არ ეღიარებინა ყირიმის რეფერენდუმი. თერთმეტმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, 58-მა თავი შეიკავა, ხოლო 24-ის წარმომადგენელი უბრალოდ არ იყო სხდომაზე.

რეზოლუცია შეადგინეს და წარმოადგინეს კანადამ, კოსტა-რიკამ, გერმანიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ. რეზოლუციას წინ უძღოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარუმატებელი ცდები, რომელმაც მოიწვია შვიდი სხდომა ყირიმის კრიზისის გადასაწყვეტად. წინააღმდეგობა ამას რუსეთის ვეტომ გაუწია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. "UN General Assembly adopts resolution affirming Ukraine's territorial integrity". Xinhua. 28 March 2014.
  2. "Backing Ukraine’s territorial integrity, UN Assembly declares Crimea referendum invalid". UN. 27 March 2014.