გერმანიის კოლონიები — კოლონიზაციის შედეგად გერმანიის იმპერიას დაქვემდებარებული ტერიტორიები. გერმანიამ ფაქტობრივად კოლონიზაცია მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ევროპულმა იმპერიებმა ჯერ კიდევ XV საუკუნიდან დაიწყეს ზღვის იქითა მიწების კოლონიებად გადაქცევა და მათში ვაჭრობის განვითარება, გერმანიის იმპერიამ სხვადასხვა მიზეზების გამო საგარეო პოლიტიკა ძირითადად ცენტრალურ ეროპაზე დაამყარა და არა კოლონიზაციაზე. გერმანული სახელმწიფოებიდან მხოლოდ ბრანდენბურგ-პრუსია ცდილობდა XVII საუკუნეში კოლონიური პოლიტიკისა და ვაჭრობის დაწყებას. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის გერმანიას მხოლოდ მცირე რაოდენობით კოლონიები ეკუთვნოდა მსოფლიოში.
ზღვის იქით გადასახლებული გერმანული მოსახლეობა აარსებდა დასახლებებს, რომლებსაც ასევე გერმანულ კოლონიებს უწოდებდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ გერმანიის ყველა კოლონია გადაეცემოდა ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს.
|