გვალვა

გვალვა (ავსტრალია)

გვალვაბუნებრივი მოვლენა, რომლის ჩამოყალიბებაში ერთდროულად მოქმედებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტორები — ხანგრძლივი უნალექობა, მაღალი ტემპერატურა და ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობა.

გვალვის ერთ–ერთი ყველაზე არსებითი მაჩვენებელია გაზაფხულზე ტენის შემცველობის ოდენობა ნიადაგის მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში. ტერიტორიის ტენით უზრუნველყოფის კრიტიკულ ნორმად მიღებულია ნალექების ჯამი ვეგეტაციის პერიოდში 150–200 მმ საზღვრებში. შესაბამისად, 150 მმ–ზე ნაკლები ნალექები ამავე პერიოდის განმავლობაში ფასდება, როგორც მკაცრი გვალვა.

მშრალი ტერიტორიები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო