დასავლეთი ბერლინი

დასავლეთი ბერლინი

დასავლეთი ბერლინი (ინგლ. West Berlin, ფრანგ. Berlin-Ouest, გერმ. West-Berlin) — განსაკუთრებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არსებობდა 1949-1990 წლებში. ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოქმნილ ამერიკულ, ფრანგულ და ბრიტანულ საოკუპაციო ზონებში. დასავლეთი ბერლინი იყო ანკლავი, ყოველი მხრიდან გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ერტყა გარს, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინს ფლობდა.

1961 წელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ბერლინი გაიმიჯნა გდრ-ის მთავრობის მიერ აგებული თავდაცვითი კედლით. ბერლინის კედელი ცივი ომის სიმბოლო გახდა.

1990 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 2+4 (გდრ, გფრ + სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გერმანიის გაერთიანებას, დასავლეთ გერმანიის წარმომადგენლებს ხელშეკრულების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

გაყოფილი ბერლინი ოფიციალურად გაერთიანდა 1990 წლის 3 ოქტომბერს. მოგვიანებით ერთიანი ბერლინი გერმანიის დედაქალაქად გამოცხადდა.

რესურსები ინტერნეტში