დასავლეთი პროვინცია (კენია)

პროვინცია
დასავლეთი პროვინცია
ინგლ. Western Province
სუაჰ. Mkoa wa Magharibi
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ადმ. ცენტრი კაკამეგა
კოორდინატები 0°30′00″ ჩ. გ. 34°35′00″ ა. გ. / 0.50000° ჩ. გ. 34.58333° ა. გ. / 0.50000; 34.58333
ფართობი 8309 კმ²
მოსახლეობა 4 334 282 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 521,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ]

დასავლეთი პროვინცია (ინგლ. Western Province, სუაჰ. Mkoa wa Magharibi) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი — კაკამეგა. შედგება 4 ოლქისაგან.

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება როფტ-ველის, სამხრეთიდან ნიანზის პროვინციები, ჩრდილო-დასავლეთიდან კი უგანდა.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 4 334 282 კაცს. მისი ფართობია 8309 კმ².

გეოგრაფია

ბუნგომის ოლქში მდებარეობს კენიაში სიმაღლით მეორე მთა — ელგონის მთა (ინგლ. Mount Elgon, 4321 მეტრი). დასავლეთ პროვინციაში ასევე მდებარეობს კაკამეგას ტყის ეროვნული ნაკრძალი.

პროვინციის ყველაზე დაბალი წერტილია — ქალაქი ბუსია (ბუსიის ოლქი) ვიქტორიის ტბის ნაპირზე.

კლიმატი

პროვინციის კლიმატი ტროპიკულია, ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობის გამო გამოწვეული ზოგიერთი ცვალებადობით. მთელ პროვინციაში ძლიერი წვიმები მოდის მთელი წლის განმავლობაში.

მოსახლეობა

პროვინცია დასახლებულია ძირითადად ლუჰიას ეთნიკური ჯგუფით. ამ პროვინციაში ფართედაა გავრცელებული კვაკერობა.

ყველაზე უფრო დიდი ქალაქებია — ბუნგომა, ბუსია, ბუტერე, ვებუიე, ვიჰიგა, კაკამეგა, მბალე, მუმიასი, სიაია.

ადმინისტრაციული დაყოფა

საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Kakamega county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კაკამეგის ოლქი დასავლეთი პროვინცია 3018 1 660 651 კაკამეგა
2 Vihiga county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ვიჰიგის ოლქი დასავლეთი პროვინცია 564 554 622 ვიჰიგა
3 Bungoma county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუნგომის ოლქი დასავლეთი პროვინცია 3032 1 375 063 ბუნგომა
4 Busia county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ბუსიის ოლქი დასავლეთი პროვინცია 1695 743 946 ბუსია
სულ 8309 4 334 282

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.