დეივიდ ჰეიმენი | |
---|---|
ჰეიმენი 2009 წელს | |
დაბადების სახელი | დეივიდ ჯონათან ჰეიმენი |
დაბადების თარიღი |
26 ივლისი, 1961 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
საქმიანობა | კინოპროდიუსერი |
მშობლები |
მამა: ჯონ ჰეიმენი დედა: ნორმა ჰეიმენი |
დეივიდ ჯონათან ჰეიმენი (ინგლ. David Jonathan Heyman; დ. 26 ივლისი, 1961, ლონდონი) — ინგლისელი კინოპროდიუსერი, Heyday Films-ის დამაარსებელი.
დაიბადა 1961 წლის 26 ივლისს, ლონდონში. დეივიდის მამა, ჯონ ჰეიმენი იყო პროდისერი, ხოლო დედა, ნორმა ჰეიმენი - მსახიობი და ფილმების „სახიფათო კავშირები“ და „მისის ჰენდერსონი წარმოგიდგენთ“ პროდიუსერი. 1983 წელს დეივიდმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. სამი წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა რეჟისორ დეივიდ ლინის ასისტენტად. იმავე წელს გახდა Warner Bros.-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1980-იანების მიწურულს დაიკავა United Artists-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
1999 წელს მოიპოვა საავტორო უფლებები „ჰარი პოტერის“ ფილმების სერიის შექმნაზე. მან მონაწილეობა მიიღო რვავე ფილმის წარმოებაში და იქცა გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ჰეიმენის ფილმოგრაფია მოიცავს ისეთ განთქმულ პროექტებს როგორებიცაა: „ჰარი პოტერის“ სერია, „მე ვარ ლეგენდა“, „ყოველთვის თქვი დიახ“, „გრავიტაცია“, „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ და სხვები. 2013 წელს ნომინირებული იქნა ოსკარზე და გადაეცა BAFTA-ს ჯილდო.
ჰეიმენი ცხოვრობს ლონდონში. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.
|date=
-ში (დახმარება)