დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
დუნაის კრემსი გერმ. Krems an der Donau | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
კოორდინატები | 48°25′00″ ჩ. გ. 15°37′00″ ა. გ. / 48.41667° ჩ. გ. 15.61667° ა. გ. | ||
მმართველი | Reinhard Resch | ||
ფართობი | 51.66 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 203±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 25 272 (1 იანვარი, 2023) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და ცენტრალური ევროპის დრო | ||
საფოსტო ინდექსი | 3500 | ||
საავტომობილო კოდი | KS | ||
ოფიციალური საიტი | http://www.krems.gv.at/ | ||
დუნაის კრემსი (გერმ. Krems an der Donau) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. მისი მოსახლეობა 24 014 ადამიანს შეადგენს (2011) და წარმოადგენს მხარის მეხუთე უდიდეს ქალაქს. მდებარეობს ვენიდან 70 კმ-ით დასავლეთით.
ქალაქი გაშენებულია მდინარე კრემისისა და დუნაის შესართავთან, ვახაუს ხეობის აღმოსავლეთით, ვალდვიერტელის რეგიონის სამხრეთ ნაწილში.
კრემის პირველად მოხსენიებულია 995 წელს, ოტო III-ის მოწმობაში, მაგრამ დასახლებები აქ სავარაუდოდ უფრო ადრე გაჩნდა. მაგალითად, აღმოჩენილია 27 000 წლის წინანდელი ბავშვის სამარხი, რომელიც უძველესია ავსტრიაში.
XI-XII საუკუნეებში, კრემისი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, თითქმის ვენის ზომის ქალაქი იყო.