ვალპარაისო (ესპ.Valparaíso) — ქალაქი და საზღვაო პორტი ჩილეში, ვალპარაისოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. დიდი ვალპარაისოს საქალაქო აგლომერაციის ცენტრი. ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ სანტიაგოდან ჩრდილოეთით 104 კილომეტრზე.
ვალპარაისო ჩილეს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქალაქის ისტორიული ნაგებობები შეტანილია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.