ვიკივერსიტეტი

ვიკივერსიტეტის ლოგო

ვიკივერსიტეტი„ფონდ ვიკიმედიის“ beta პროექტი, რომელიც ეძღვენება სასწავლო მასალების რესურსს. ვიკივერსიტეტის ოფიციალური ბეტა ვერსია გაშვებულია 2006 წლის 15 აგვისტოს - ვიკივერსიტეტი ინგლისურ ენაზე.

პროექტის დეტალები

ვიკივერსიტეტი არის თავისუფალი და უფასო რესურსი, ღიაა საზოგადოებისთვის - განათლების და კვლევების მიზნით. იგი იძლევა საშუალებას:

  • გახსნათ და მართოთ მრავალენოვანი, თავისუფალი განათლების რესურსი/მასალები, ნებისმიერი ასაკისა და ენის ჯგუფებისთვის;
  • ისარგებლოთ იმ ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც ასევე მონაწილეობს სასწავლო პროექტის მართვაში.

ვიკივერსიტეტი არის ელექტრო სწავლების მოდელი რომელიც მოქმედებს „სასწავლო ჯგუფებში“, პრინციპით - „თან ვსწავლობთ, თან ვაკეთებთ/ვაშენებთ“. ვიკივერსიტეტის პროექტში ჩართული, ეს ჯგუფები/ერთობა ასევე მონაწილეობენ სხვა საგანმანათლებლო პროექტებში. სასწავლო პროცესი კავშირშია სხვა ვიკი-პროექტებთან და ექვემდებარება რედაქტირებას სხვა მონაწილეთა მხრიდან.

ისტორია

ვიკივერსიტეტი სათავეს იღებს 2003 წლიდან, ვიკიწიგნების რესურსიდან. ფორმალური განაცხადი - პროექტის გაშვების შესახებ გაკეთდა 2005 წელს ვიკივერსიტეტი, როგორც დამოუკიდებელი პროექტი გავიდა საჯარო განხილვაზე. ვიკივერსიტეტის პროექტი, 2005 წლის ნოემბერში განხილული იყო ვიკიმედიის ფონდის დისკუსიებში. ვიკიმედის ფონდის მეურვეთა საბჭოს მოთხოვნით გაკეთდა შესაბამისი მოსამზადებელი ცვლილებები პროექტის გაშვებამდე ძირითად ვებ-გვერდში. იხილეთ: პროექტის მოდიფიცირების წინადადებების approved დადასტურება დაარქივებული 2007-02-23 საიტზე Wayback Machine. - ვიკიმედიის სბჭოს მხრიდან. პროექტის მიღების პერიოდში ვიკიწიგნების ფიქსირდებოდა 17 პორტალი - სხვადასხვა ენაზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო