ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ვიკიპედია ერთდროულად არის ინტერნეტ-ენციკლოპედია, ასეთი ენციკლოპედიის შექმნის ტექნიკური საშუალება და ასევე ინტერნეტ-საზოგადოება, რომლის წევრები ერთობლივად ქმნიან ამ ენციკლოპედიას. მაგრამ არის ბევრი რამ, რისი ფუნქციაც ვიკიპედიას არ შეიძლება დაეკისროს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ვიკიპედიაზე მუშაობისას ჩვენ არ ვართ შეზღუდულები რაოდენობრივი (სტატიების, გვერდების რიცხვი), მოცულობითი (სტატიის სიდიდე), შინაარსობრივი (თემატიკა) მახასიათებლებით. ამასთან, არსებობს სტატიის ზომის გარკვეული „დასაშვები ზღვარი“, რომლის ზემოთ ბევრ მომხმარებელს გაუჭირდება შესაბამისი გვერდის გახსნა ტექნიკური პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში სტატია უნდა დაიყოს გარკვეულ ნაწილებად (თავი, ქვეთავი) და თითოეული მათგანი გაფორმდეს ცალკე გვერდად.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვიკიპედიის სტატია:
ნებისმიერი სტატია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, ე.ი. შესაძლებელი უნდა იყოს მისი პოვნა რაიმე გზით. ვიკიპედიის დამხმარე ინსტრუმენტები იმის საშუალებას იძლევა, რომ ყოველ სტატიას მიუჩინოთ თავისი ადგილი თემატურ თუ ანბანურ იერარქიაში. ამისათვის კი არსებობს კარგი საშუალებები კატეგორიების (მათ შორის ქვეკატეგორიების), სიების, ლოკალური და ენათშორისი ბმულების სახით.
ვიკიპედიაში ტექსტების, გრაფიკული და მედია-ფაილების განთავსება საკმაოდ ადვილია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიკიპედია გადავაქციოთ ბიბლიოთეკად, ფონოთეკად ან სხვა რაიმე „თეკად“. ნუ ჩაწერთ ვიკიპედიაში:
ვიკიპედიის ყველა მონაწილეს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, მაგრამ ისინი გამოიყენება მხოლოდ ვიკიპედისთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად. დაუშვებელია ვიკიპედიის გვერდებზე პირადი ვებ-გვერდის შექმნა, ვიკიპედიასთან კავშირის არმქონე ფაილების, მათ შორის გრაფიკული, მედია-ფაილების ჩატვირთვა. თუ თქვენ გსურთ ვიკი-ტექნოლოგიის გამოყენება გარკვეული სახის პირადი ინფორმაციის ინტერნეტში განსათავსებლად, მიმართეთ აქ მითითებულ ვებ-საიტებს:
ვიკიპედიის სივრცე და მისი სტატიები არ შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტრიბუნა, სადისკუსიო კლუბი, იარაღი პროპაგანდისა და რეკლამისათვის ვინმეს კერძო ინტერესებისათვის. განხილვა, გარჩევა, დისკუსია შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ვიკიპედიის საგანს, მაგრამ სპეციაულრად ამ მიზნით გამოყოფილ გვერდებზე და არა უშუალოდ სტატიებში.