პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვინისიუს ჟოზე პაიშან დე ოლივიერა ჟუნიორი | ||
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 2000 | ||
დაბადების ადგილი |
სან-გონსალუ, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 20 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005–2017 | ფლამენგო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2018 | ფლამენგო | 37 | (7) |
2018 | რეალ მადრიდ კასტილია | 5 | (4) |
2018– | რეალ მადრიდი | 170 | (46) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015–2016 | ბრაზილია 15 წლ. | 10 | (7) |
2016–2017 | ბრაზილია 17 წლ. | 19 | (17) |
2018– | ბრაზილია 20 წლ. | 4 | (0) |
2019– | ბრაზილია | 26 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2023 |
ვინისიუს ჟოზე პაიშან დე ოლივიერა ჟუნიორი (პორტ. Vinícius José Paixão de Oliveira Júnior; დ. 12 ივლისი, 2000) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.
დაიბადა სან-გონსალუში. პროფესიული კარიერა დაიწყო კლუბ ფლამენგოში, სადაც მისი დებიუტი შედგა 2017 წელს, 16 წლის ასაკში. რამდენიმე კვირის შემდეგ ვინისიუსი გადავიდა ლა ლიგის კლუბ მადრიდის „რეალში“, რომელთანაც ხელი მოაწერა 38 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტს, რაც ქვეყანაში რეკორდული იყო 18-წლამდე ფეხბურთელისათვის. ტრანსფერი ძალაში შევიდა მისი მე-18 დაბადების დღის შემდეგ. ვინისიუსის დებიუტი კლუბში შედგა 2018–19 წლების სეზონზე. მეოთხე სეზონისთვის ვინისიუსმა თავი დაიმკვიდრა მადრიდის რეალის გუნდის გამოჩენილ წევრად, დაეხმარა რა კლუბს 2021–22 წლების ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში და გაიტანა რა გამარჯვების გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალში.
რაც შეეხება ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებს, ვინისიუსმა მთავარი როლი შეასრულა 2015 წლის სამხრეთ ამერიკის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე და 2017 წლის სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვებებში, ამ უკანასკნელში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. უფროსებში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა, კოპა ამერიკაზე ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ბრაზილიას წარმოადგენდა 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზეც კატარში.
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|
|