ვოლაპიუკური ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი ვოლაპიუკური ვიკიპედია
Vükiped Volapükik
განყოფილების ლოგო
მისამართი: vo.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ვოლაპიუკი
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 36 583
გვერდების რაოდენობა: 153 183
რედაქტირებების რაოდენობა: 3 298 202
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 35 736
აქტიური მომხმარებელი: 21
ადმინისტრატორი: 2
სიღრმე: 218.7

ვოლაპიუკური ვიკიპედია (ვოლაპ. Vükiped Volapükik) — ვიკიპედიის განყოფილება ვოლაპიუკზე. გაეშვა 2003 წლის თებერვალს. სტატიების დიდი ნაწილი შექმნილია ბოტით. 2006 წელს პროეტში დარეგისტრირდა მომხმარებელი Smeira, რომელმაც სტატიების შექმნის მიზნით აქტიურად დაიწყო ბოტის გამოყენება; ბოტის ამუშავებამდე კი ვოლაპიუკურ ვიკიპედიაში მხოლოდ 760 სტატია არსებობდა. ამჟამად სტატიების რაოდენობა აღწევს დაახლოებით 120 ათასს. 2007 წლის აგვისტოსთვის მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2007 წლის 5 სექტემბერს სტატიათა რაოდენობამ მიაღწია 90 ათასს, რითაც გახდა ვიკიპედიის უდიდესი განყოფილება შექმნილი ხელოვნურ ენაზე. 2007 წლის სექტემბერში მეტა-ვიკიზე მიმდინარეობდა განხილვა ვოლაპიუკური ვიკიპედიის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა განყოფილებამ განაგრძო არსებობა. იმავე წელს დაიწყო ახალი განხილვა ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლის თაობაზე, რომლის განხორციელება აგრეთვე უარყოფილი იქნა. ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლას მხარი დაუჭირა ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა. დღეისათვის რედაქტირებები ხორციელდება ინტერვიკი-ბოტებით. რედაქტირებების რაოდენობა დღეში იშვიათად აჭარბებს 15-ს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოტებს).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო