შვიონტეკი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2019 წელს | ||||||||||
მშობლიური სახელი | პოლ. Iga Świątek | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქვეყანა (სპორტი) | პოლონეთი | |||||||||
საცხოვრებელი ადგილი | რაშინი, პოლონეთი | |||||||||
დაიბადა | 31 მაისი, 2001 | |||||||||
სიმაღლე | 176 სმ. | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
მწვრთნელ(ებ)ი | პიოტრ სიეჟპუტოვსკი | |||||||||
ფულადი პრიზი | 3 165 382 აშშ დოლარი | |||||||||
კარიერის ჩანაწერები | 301–68 | |||||||||
კარიერის ჩანაწერები | 27–14 | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 25 თებერვალი, 2021. |
იგა შვიონტეკი (პოლ. Iga Świątek, ; დ. 31 მაისი, 2001) — პოლონელი პროფესიონალი ჩოგბურთელი. ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მიხედვით ის მსოფლიოში 1-ელი ჩოგანია და ყველაზე მაღალი რანგის მოზარდია თავის კატეგორიის ჩოგბურთელებში. მან გაიმარჯვა საფრანგეთის ღია პირველობაზე 2020 წელს და არის პირველი პოლონელი მოთამაშე, ვინც მოიგო დიდი სლემის ერთეულთა ტიტული ისტორიაში. ის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია რაფაელ ნადალის შემდეგ, რომელმაც ტურნირში 2005 წელს გაიმარჯვა. ის ყველაზე ახაგაზრდა ქალი ჩემპიონია მონიკა სელესის შემდეგ (მან გაიმარჯვა 1992 წელს).
იგა შვიონტეკი დაიბადა 2001 წლის 31 მაისს ვარშავაში დოროტა და ტომაშ შვიონტეკის ოჯახში. მამამისი არის ყოფილი ნოჩბოსანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. დედამისი ორთოდონტია. მას ჰყავს და, აგატა, რომელიც დაახლოებით სამი წლით უფროსია იგაზე და ის ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიაზე სწავლობს. შვიონტეკის მამას სურდა, რომ მისი ქალიშვილები კონკურენტუნარიანი სპორტსმენები გამხდარიყვნენ და ინდივიდუალურად ემუშავათ. აგატამ თავიდან ცურვა დაიწყო, მაგრამ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჩოგბურთზე გადავიდა. იგა დის გზას გაყვა და ისიც ჩოგბურთზე შევიდა, რადგან სურდა და დაემარცხებინა. აგატამ მონაწილეობა მიიღო ITF-ის ტურნირზე 2013 წელს მაგრამ თხუთმეტი წლის ასაკში ჩოგბურთს ტრამვის გამო თავი დაანება. შვიონტეკი თავდაპირველად ვარჯიშობდა მერა ვარშავაში, მოგვიანებით კი ლეგია ვარშავაში გადავიდა.
შვიონტეკის ახალგაზრდულ კარიერაში უმაღლესი რანგი მე-5 ადგილი იყო. მისი პირველი ჩემპიონატი ITF Junior Circuit იყო, სადაც დაბალი, მე-4 დონის ტუტულები მოიპოვა 13 წლის ასაკში.წლის ბოლომდე ის მე-2 დონის ღონისძიებებამდე ავიდა და ჩეხეთის ახალგაზრდულ ღუა პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. შვიონტეკის უმცროსი გრანდ სლემის დებიუტი 2016 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე გამართა სადაც მეოთხედფინალში გავიდა როგორც ერთეულთა, ასევე დუეტთა თანრიგებში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო კანადის ახალგაზრდულ ღია პირველობაზე, სადაც ფინალურ რაუნდში ოლგა დანილოვიჩი დაამარცხა.
შვიონტეკს აქვს აგრესიული, ყველა კორტისთვის დამახასიათებელი სტილი. მისი აგრესიულობიდან გამომდინარე მოწინააღმდეგეები ძალიან ბევრ შეცდომას შუვებენ მასთან თამაშში, რაც იგასთვის სასარგებლოა. მიუხედავად მისი აგრესიული სტილისა, ის ძირითადად თამაშობს მინდვრის კორტებზე და ფრთხილად აგროვებს ქულებს, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებს. საფრანგეთის ღია პირველობაზე მან შვიდივე მატჩში დაკვირვებით, ფრთხილად და ამასთანავე გრესილად ითამაშა და ტურნირში გაიმარჯვა კიდეც.
შვიონტეკი ძალიან პოპულარული მოთამაშეა WTA ტურნირებზე. 2019 წელს ონლაინ გამოკითხვის მიხედვით მან მეორე ადგილი დაიკავა ფანების ფავორიტ ინდივიდუალურ მოთამაშეებს შორის (პირველ ადგილზე სიმონა ჰალეპი გავიდა). 2020 წელს ის ფანების ფავორიტი წლის ინდივიდულაური მოთამაშე გახდა.
შვიონტეკის მწვრთნელი ახალგაზრდულ ჩემპიონატებში თამაშიშას მიხალ კაზნოვსკი იყო, რომელთანაც იგა მუშაობდა 2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობამდე. იოლანტა რუსინ-კჟპოტა იყო მისი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში 2019 წლის აშშ-ის ღია პირველობის დასრულებამდე. 2016 წლიდან შვიონტეკს პიოტრ სიეჟპუტოვსკი წვრთნის. სიეჟპუტოვსკის მწვრთნელობის პერიოდში იგას მთავარი კონსულტანტი ინგლისელი ყოფილი ჩოგბურთელი ნიკ ბრაუნი იყო. ჩვიონტეკი ასევე მუშაობს სპორტულ ფსიქოლოგ დარია აბრამოვიჩთან.
2020 წლის დასაწყისიდან შვიონტეკის სპონსორი Asics-ის ტანსაცმლის ბრენდია. მანამდე მისი სპონსორი Nike იყო. შვიონტეკი ასევე არის რედ ბულის ენერგეტიკული სასმელის სახე. ის ასევე წარმოადგენს ტოიოტას ბრენდს ლექსუსს, რომელიც სხვა პოლონელი ჩოგბურთელის, აგნიეშკა რადვანსკას სპონსორიც იყო. 2021 წელს ხელი მოაწერა გარიგებას Tecnifibre-სთან. შვიონტეკის მამის ინფორმაციით იგამ კონტრაქტი ასევე გააფორმა როლექსთან.