ილჰამ ტოჰტი | |
---|---|
უიღ. ئىلھام توختى | |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1969 (54 წლის) |
დაბ. ადგილი | არტუში |
მოქალაქეობა | ჩინეთი |
საქმიანობა | ადამიანის უფლებათა დამცველი, უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომისტი |
მუშაობის ადგილი | ჩინეთის მინსუს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტი და ჩინეთის მინსუს უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Jewher Ilham |
ჯილდოები | PEN Barbara Goldsmith Freedom to Write Award, მარტინ ენალსის სახელობის პრემია , Weimar Human Rights Prize, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია და სახაროვის პრემია |
ილჰამ ტოჰტი (უიღ. ئىلھام توختى ; დ. 25 ოქტომბერი, 1969) — უიღურული წარმოშობის ჩინელი ეკონომისტი, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის ჩინეთში სეპარატიზმის ბრალდებით. 2009 წლის 5 ივლისის ურუმჩის მოვლენების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის გამო. მოგვიანებით გაათავისუფლეს. 2014 წლის იანვარში მეორედ დაპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. 2019 წელს გადეცა სახაროვის პრემია ჩინელებსა და უიღურებს შორის ურთიერთგაგების განვითარების მცდელობებისთვის და ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უიღურთა სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის. იგი ასევე არის ამერიკული ცენტრის ჯილდოსა (2014 წელი) და მარტინ ენალსის ჯილდოს (2016 წელი) ლაურეატი.
ილჰამ ტოჰტი დაიბადა 1969 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ არტუშში სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში. მან დაამთავრა ჩრდილო-აღმოსავლეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი და ეკონომიკის სკოლა. მოგვიანებით ხდება პეკინის ეროვნებათა ცენტრალური უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი.
2006 წელს დააარსა ვებ-გვერდი „Uyghur Online“, რომელზეც აქვეყნბდა სტატიებს უიღურულ და ჩინურ ენებზე, რათა გაეღრმავებინა ურთერთგაგება უიღურებსა და ჩინელებს შორის. რადიო თავისუფალი აზია მის ბლოგს უწოდებდა ზომიერ, ინტელექტუალურ რესურსს სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. 2008 წლის შუა პერიოდში ხელისუფლებამ დახურა მისი ვებ-გვერდი. 2009 წლის ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფალ აზიას მისცა, ღიად გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა სიძნიანის უიღურთა ავტონომიურ რაიონში. ტოჰტი ამტკიცებდა, რომ 90-იან წლებში მთავრობისთვის კვლევის წარმოებისას, მან აღმოაჩინა, რომ უიღურთა ავტონომიურ რაიონში 1,5 მილიონი უმუშევარი იყო 20 მილიონზე ნაკლები ადამიანიდან. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა უიღურთა ავტონომიური რაიონის გუბერნატორი ნურ ბექრი და მას „არაკვალიფიციური“ მმართველი უწოდა. ტოჰტი ასევე ითხოვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის „ეთნიკური ავტონომიის შესახებ“ სრულ ამოქმედებას.
2009 წლის მარტში იგი დააკავეს და დაადანაშაულეს სეპარატიზმში. 2014 წელს იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.
2019 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ციხეში მყოფმა ილჰამ ტოჰტიმ მიიღო ორი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია: ვაცლავ ჰაველის სახელობისა და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიები.
2019 წლის სექტემბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტოჰტის გადასცა ვაცლავ ჰაველის პრემია უიღურთა უფლებების დაცვისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ტოჰტის სახელით პრემია გადაეცა ენვერ კანს, რომელიც არის ორგანიზაცია „ილჰამ ტოჰტის ინიციატივის“ წევრი.
2019 წელს ილჰამ ტოჰტი ასევე დააჯილდოეს სახაროვის პრემიით „ჩინელებსა და უიღურებს შორის ურთიერთობების განვითარების მცდელობისთის“. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტოჰტი.