იოსებ დამწინდველი

იოსებ დამწინდველი
יוֹסֵף
დაიბადა ძვ. წ. 30
ნაზარეთი, იუდეა
გარდაიცვალა არაუადრეს 12 და არაუგვიანეს 29
ნაზარეთი, იუდეა, რომის იმპერია
ხსენების დღე 19 მარტი და Q123467193?
მოღვაწეობა laborer, artisan, დურგალი და tektōn
ენა არამეული ენები
ეროვნება ებრაელები
პერიოდი I საუკუნე
მეუღლე მარიამ ღვთისმშობელი
შვილ(ებ)ი იესო ქრისტე, იაკობი ძმა უფლისა, Simon, brother of Jesus, Jude, Joses, იოსია (იოსტოსი) მოციქული და historical Jesus

იოსებ დამწინდველიმარიამ ღვთისმშობელის მეუღლე და იესო ქრისტეს მიწიერი მამა.

ცხოვრება

წარმოშობით წმინდა იოსები იყო დავითის ტომიდან. კვიპრისელი ეპისკოპოსი ეპიფანე (403) წერს: „იოსებ დამწინდველი 80 წლამდე წმინდად ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა) და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა). მეუღლის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე წელი ქვრივად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული მარიამის ცოლად შერთვამდე“.

ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?

—(მათ.13:55-56)

წმიდა ნაწილები

წმ. იოსებ მართალის სარტყელი

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის დაწინდვის მომენტში იოსები 80 წელზე მეტი ხნისა იყო. სავარაუდოა რომ მართალი იოსები იესო ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების პერიოდში გარდაიცვალა.

სქოლიო