იულიუს ევოლა

იულიუს ევოლა
იტალ. Giulio Cesare Andrea Evola
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1898(1898-05-19)
დაბ. ადგილი რომი, იტალიის სამეფო
გარდ. თარიღი 11 ივნისი, 1974(1974-06-11) (76 წლის)
გარდ. ადგილი რომი
დასაფლავებულია კამპო ვერანო
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
საქმიანობა პოეტი , მწერალი , მხატვარი , ფილოსოფოსი და ალპინისტი
მუშაობის ადგილი Sicherheitsdienst
ალმა-მატერი ITI L.Da Vinci და საპიენცის უნივერსიტეტი
საიტი fondazionejuliusevola.com

ჯულიო ჩეზარე ანდრეა ევოლა (უკეთ ცნობილი, როგორც იულიუს ევოლა; იტალ. Giulio Cesare Andrea Evola) (19 მაისი, 189611 ივნისი, 1974) — იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი, მხატვარი, ანტისემიტური შეთქმულების თეორეტიკოსი, ეზოტერიკოსი და ოკულტისტი. ცნობილია როგორც „ფაშისტი ინტელექტუალი“,რადიკალი ტრადიციონალისტი“, „ანტიეგალიტარული, ანტილიბერალური, ანტიდემოკრატიული და ანტიპოპულარი“, და როგორც „ევროპის ნეოფაშისტური მოძრაობის წამყვანი ფილოსოფოსი“.

ევოლა პოპულარულია მარგინალურ წრეებში ძირითადად მისი მეტაფიზიკური, მაგიური და ზებუნებრივი რწმენებისა — მათ შორის რწმენა მოჩვენებების, ტელაპატიის და ალქიმიის — და მისი ტრადიციონალიზმისთვის. ის საკუთარ ფილოსოფიას უწოდებდა „ჯადოსნურ იდეალიზმს“. ევოლას მრავალი თეორია და ნაწერები კონცენტრირდებოდა ქრისტიანობისადმი მტრულ დამოკიდებულებაზე და მის იდიოსინკრატიულ მისტიციზმზე, ოკულტიზმსა და ეზოტერიულ რელიგიურ კვლევებზე, რამაც გავლენა იქონია ოკულტისტებსა და ეზოთერიკოსებზე. ევოლა ასევე ამართლებდა მამაკაცების ბატონობას ქალებზე, როოგრც წმინდად პატრიარქალური საზოგადოების შემადგენელი, რაც გამოიხატა მის ტრადიციონალისტურ შეხედულებებზე გენდერზე, რითიც ითხოვდა ქალების დარჩენას ან მობრუნებას იმ ტრადიციული გენდერული როლებისადმი, სადაც ისინი მთლიანად ემორჩილებოდნენ მამაკაცთა ძალაუფლებას.

ფრანკო ფერარეზის თანახმად „ევოლას აზრი შეიძლება ჩაითვალოს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ და თანმიმდევრულ ანტიეგალიტარულ, ანტილიბერალურ, ანტიდემოკრატიულ და ანტიპოპულარულ სისტემებად“. ის არის სინგულარული, თუმცა არაორიგინალური, რამდენიმე სკოლისა და ტრადიციების ნაზავი, მათ შორის გერმანული იდეალიზმის, აღმოსავლეთის დოქტრინების, ტრადიციონალიზმისა და ომებს შორის პერიოდის ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობისკონსერვატიული რევოლუციური მოძრაობის — რომელშიც ევოლამ პირადად მიიღო მონაწილეობა. ისტორიკოსმა აარონ ჟილეტმა ევოლა შეაფასა, როგორც „იტალიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაშისტი რასისტი“.

ევოლა აღფრთოვანებული იყო SS-ის შუცშტაფელის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერით, რომელსაც იგი ერთხელ შეხვდა. ევოლას ავტობიოგრაფიული ნაწერები მიუთითებენ იმაზე, რომ იგი მუშაობდა Sicherheitsdienst-ში, ან SD-ში, SS-ის და ნაცისტური პარტიის დაზვერვის სააგენტოში. სასამართლო პროცესის დროს, 1951 წელს, ევოლამ უარყო ფაშისტობა და ნაცვლად ამისა თავის თავს მოიხსენიებდა როგორც „superfascista“ (სუპერფაშისტი). ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ისტორიკოსი ელისაბეტა კასინი ვოლი წერდა, რომ „გაუგებარია, ნიშნავდა ეს თუ არა იმას, რომ ევოლა ფაშიზმზე მაღლა ან მის მიღმა დგებოდა“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევოლას იტალიის უკიდურესად მემარჯვენეთა „მთავარ იდეოლოგს“ უწოდებენ. იგი დღემდე განაგრძობს გავლენას თანამედროვე ტრადიციონალისტურ და ნეოფაშისტურ მოძრაობებზე.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Julius Evola
  3. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  5. 5.0 5.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 BeWeB
  7. 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
  8. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  9. 9.0 9.1 Babelio — 2007.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Fine Art Archive — 2003.
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Atlantic არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. Goodrick-Clarke 2003, p. 66.
  13. Cyprian Blamires. World Fascism: a historical encyclopedia, vol 1. ABC-CLIO, 2006. p. 208.
  14. Packer, Jeremy (2009). Secret agents popular icons beyond James Bond. New York: Lang, გვ. 150. 
  15. 15.0 15.1 Atkins, Stephen E. Encyclopedia of modern worldwide extremists and extremist groups. Greenwood Publishing Group, 2004. p 89.
  16. Horrox, James. "Julius Evola". The Literary Encyclopedia. First published 20 July 2011.
  17. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Furlong 2011 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  18. (2012) Occult traditions. Numen Books. ISBN 9780987158130. 
  19. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Coogan არ არის მითითებული ტექსტი; $2
  20. Joseph Gelfer, Numen, Old Men: Contemporary Masculine Spiritualities and the Problem of Patriarchy, Routledge 2014 ISBN 978-1-315-47843-2 p.45:’The law is “reciprocal integration and completion together with a subordination of the female principle to the male.” Everything else, as Nietzsche would say, is nonsense.' (citing Evola 1991:171)
  21. Furlong, Paul (2011-04-21). Social and Political Thought of Julius Evola (en). Taylor & Francis, გვ. 163. ISBN 9781136725494. 
  22. Franco Ferraresi (2012). Threats to Democracy: The Radical Right in Italy after the War. Princeton University Press, გვ. 44. ISBN 978-1-4008-2211-9. 
  23. Gillette, Aaron (2003). Racial Theories in Fascist Italy. Routledge, გვ. 154–175. ISBN 9781134527069. 
  24. Gillette, Aaron (2003). Racial Theories in Fascist Italy (en). Routledge, გვ. 156. ISBN 9781134527069. „In particular, Evola had an "almost total adherence" to the principles of the SS and an "almost servile admiration" for Himmler, whom he knew personally; quoting: Raspanti, Julius Evola fra Salò e Vienna, pp. 14, 16.“ 
  25. Coogan 1999, pp.315-316
  26. H. T. Hansen, 'Preface to the American Edition’, in Julius Evola, Men Among the Ruins: Post-War Reflections of a Radical Traditionalist, Simon and Schuster, ISBN 978-1-620-55858-4 2018 pp-1-104, p.5. This is deduced by remarks by Evola suggesting he was an active agent for the Sicherheitsdienst, remarks that Philippe Baillet, his French translator, believes refer to the fact that the Sicherheitsdienst had been set up within the SS and had a remit to cover cultural matters, before it actually assumed a later role in Nazi counterespionage.
  27. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Wolff არ არის მითითებული ტექსტი; $2
  28. 28.0 28.1 Payne, Stanley G. (1996). A History of Fascism, 1914–1945. University of Wisconsin Pres. ISBN 978-0-299-14873-7. 
  29. Romm, Jake. „Meet the Philosopher Who's a Favorite of Steve Bannon and Mussolini“. The Forward. ციტირების თარიღი: 23 August 2017.
  30. Horowitz, Jason (11 February 2017). „Thinker loved by fascists like Mussolini is on Stephen Bannon's reading list“. BostonGlobe.com. New York Times. ციტირების თარიღი: 23 August 2017.