იური ანდრუხოვიჩი

იური ანდრუხოვიჩი

იური ანდრუხოვიჩი 2022 წელს
სრული სახელი იური იგორის ძე ანდრუხოვიჩ
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1960
დაბადების ადგილი ივანო-ფრანკოვსკი, უსსრ, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა პროზაიკოსი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი
ენა უკრაინული ენა
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი და Ukrainian Academy of Printing
ჯილდოები ჰერდერის პრემია, Hannah Arendt Prize , ანტონოვიჩების ფონდის პრემია, გოეთეს მედალი , ლაიფციგის წიგნების პრემია ევროპულ ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის და Golden Writers of Ukraine
შვილ(ებ)ი სოფია ანდრუხოვიჩი

იური იგორის ძე ანდრუხოვიჩი (უკრ. Юрій Ігорович Андрухович; დ. 13 მარტი, 1960) — უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, უკრაინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ ივანო-ფრანკივსკში. ანდრუხოვიჩის ნაშრომები ნათარგმნია ქართულ, პოლონურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, უნგრულ, ფინურ, შვედურ, ესპანურ, ჩეხურ, სლოვაკურ, ხორვატულ და სერბულ ენებზე.

ბიოგრაფია

იური ანდრუხოვიჩი დაიბადა 1960 წლის 13 მარტს, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში. 1982 წელს ქალიშვილი სოფია ანდრუხოვიჩი შეეძინა. 1985 წელს ვიქტორ ნებორაკთან და ოლექსანდრ ირვანეცთან ერთად პოეზიის ჯგუფი „ბუ-ბა-ბუ“ დააარსა. 1991 წლიდან რედაქტორობდა მხატვრულ-ლიტერატურულ ჟურნალს „Четверг“ და თანამშრომლობდა ჟურნალთან „Перевал“.

ლიტერატურული მოღვაწეობა

კრებულები

  • ცა და მოედნები (Небо і площі, 1985)
  • ქალაქის ცენტრი (Середмістя, 1989)
  • ეგზოტიკური ჩიტები და მცენარეები (Екзотичні птахи і рослини, 1991)
  • ეგზოტიკური ჩიტები და მცენარეები დამატებით „ინდოეთი“: ლექსების კოლექცია (Екзотичні птахи і рослини з додатком «Індія»: Колекція віршів, 1997)
  • სიმღერები მკვდარი მამლისთვის (Пісні для мертвого півня, 2004).
  • წერილი უკრაინას. რჩეული (Листи в Україну. Вибране, 2013).

პროზა

მოთხრობების ციკლი

  • მარცხნივ, სადაც გულია (Зліва, де серце, 1989)

რომანები

  • რეკრეაცია (Рекреації, 1992)
  • მოსკოვიადა (Московіада, 1993)
  • უხამსობა (Перверзія, 1996)
  • თორმეტი ბეჭედი (Дванадцять обручів, 2003)
  • საიდუმლო. რომანის ნაცვლად (Таємниця. Замість роману, 2007).
  • სამართლიანობის საყვარლები (Коханці юстиції, 2017)

ესეების კრებულები

  • ადგილზე დეზორიენტაცია (Дезорієнтація на місцевості)
  • ცენტრალურ-აღმოსავლური რევიზია (Центрально-східна ревізія, 2000)
  • ეშმაკი ყველში იმალება (Диявол ховається в сирі, 2006).

ქართული თარგმანი

იური ანდრუხოვიჩის „მოსკოვიადა“, ქართულად 2017 წელს გამოიცა.

ჯილდოები და წოდებები

იური ანდრუხოვიჩი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: ჰერდერის პრემია (2001), ერიხ მარია რემარკის მშვიდობის პრემია (2005), ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრემია (2006), ანგელუსის ჯილდო (2006), ჰანა არენდტის პრემია (2014) და გოეთეს მედალი (2016).

იური ანდრუხოვიჩი უკრაინის პერიოდული გამოცემის „Критика“ და „Potyah 76“ რედაქტორთა საბჭოს წევრია. არის ზბიგნევ ჰერბერტის საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს ჟიურის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო