კავაიი — ესთეტიკის ფენომენი იაპონურ კულტურაში, რომელიც ადამიანის ან საგნის საყვარლობას, არაჩვეულებრივობას, მიმზიდველობას და მომხიბვლელობას აღნიშნავს. მნიშვნელოვანი ასპექტი იაპონური პოპკულტურის, რომელმაც გავლენა იქონია გართობის ინდუსტრიაზე, ტანსაცმლის სტილზე, იაპონელთა ქცევაზე და ჩვევა-მანერიზმებზეც კი. სიტყვა კავაიი პირდაპირ ითარგმნება როგორც „განსხივოსნებული, გაბრწყინებული სახე“ მაგრამ ჩვეულებრივ ის „მორცხვ ადამიანს“ ნიშნავს. დროთა განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა შეიცვალა და თანამედროვე იაპონურში ნიშნავს „მიმზიდველს“ ან „საყვარელს“. იაპონიაში ყველაზე ცნობილი კავაიი პერსონაჟია პიკაჩუ. უცხოური პერსონაჟებიდან კი იაპონიაში ყველაზე პოპულარულია კატა ფელიქსი, მიკი მაუსი, ტომი და ჯერი, ვინი პუჰი, ჩებურაშკა, უდარდელი ტყის მეგობრები, ჩიპი და დეილი და ტელეღიპუცები.