კალიფორნია

კალიფორნია
კალიფორნიის დროშა კალიფორნიის გერბი
მეტსახელი: The Golden State, الولاية الذهبية, Y Dalaith Aur და El Estado Dorado
დევიზი: Eureka
დედაქალაქი საკრამენტო
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი გევინ ნიუსომი
საკანონმდებლო ორგანო კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 423 970 კმ²
მოსახლეობა 39 538 223 კაცი
უმაღლესი წერტილი უიტნი
უდაბლესი წერტილი ბედუოტერის აუზი
შტატი გახდა 9 სექტემბერი, 1850
სასაათო სარტყელი UTC−8, წყნაროკეანური დროის სარტყელი, ამერიკა/ლოს-ანჯელესი და UTC−7
საფოსტო აბრევიატურა CA
მოსაზღვრე რეგიონები ორეგონი, არიზონა, ნევადა და ქვემო კალიფორნია
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი ca.gov

კალიფორნია (ინგლ. California) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი მინიშნებაა ესპანური სიმღერის წარმოსახვითი კუნძულისა, რომლის მმართველი იყო დედოფალი კალაფია. XVIII ს-ის დასაწყისამდე კარტოგრაფებს იგი წარმოდგენილი ჰქონდათ კუნძულის სახით. 1769 წელს კალიფორნია დაიპყრო ესპანეთმა; 1846 – დამოუკიდებელი რესპუბლიკა. 1848მექსიკასთან ომის შემდეგ შეიერთა აშშ-მ. 1850-დან აშშ-ს შტატია.

1850 წლიდან დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ზრდა რაც განაპირობა კარგმა ჰავამ (ლოს-ანჯელესიში იანვარში საშუალოდ 18-22 გრადუსია), მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ეკონომიკური ბუმი 20ე საუკუნის მეორე ნახევარში. მალე კალიფორნია გახდა აშშ-ს გართობის ცენტრი. კალიფორნიის შტატი ლიდერია ტურიზმის სექტორში. კალიფორნიის ეკონომიკა უმსხვილესია, შედარებისთვის კალიფორნია რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს ის მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ქვეყნებში მერვე იქნებოდა (მშპ 1,81 ტრილიონი დოლარი), ხოლო 35-ე უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის მიხედვით.

2008 წლის მონაცემებით კალიფორნიის შტატმა ექსპორტზე 144 მილიოარდი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანა. აგროკულტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია კალიფორნიისთვის ნედლეულის გაყიდვებმა 2008 წელს 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კალიფორნიაში თავს იყრის 81,500 ფერმა და რანჩო რომელიც ქმნის 36 მილიარდი დოლარის პროდუქტს შტატში. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 38,956 აშშ დოლარს. უამრავი ოკეანის პირა ქალაქი კალიფორნიაში მიჩნეულია მსოფლიოში უმდიდრეს ქალაქებად (სანტა-კლარა). 2010 წლის მონაცემებით კალიფორნიაში ცხოვრობს 663,000 მილიონერი. კალიფორნია ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია. კალიფორნიაში მდებარეობს ორი უდიდესი ატომური ელექტრო სადგური: დიაბლო ქანიონი და სან ონოფრე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო