კარუპანო

ქალაქი
კარუპანო
Carúpano

კარუპანოს სანტა როსა დე ლიმას ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი სუკრე
კოორდინატები 10°40′00″ ჩ. გ. 63°15′00″ დ. გ. / 10.66667° ჩ. გ. 63.25000° დ. გ. / 10.66667; -63.25000
დაარსდა 23 დეკემბერი, 1647
ფართობი 203 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
მოსახლეობა 173 877 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 856 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0294
საფოსტო ინდექსი 6150
ოფიციალური საიტი https://alcaldiabermudez.com.ve/
კარუპანო — ვენესუელა
კარუპანო

კარუპანო (ესპ. Carúpano) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, სუკრეს შტატში. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, შტატის დედაქალაქ კუმანადან 120 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს ბერმუდესის მუნიციპალიტეტის ცენტრს, რომლის მოსახლეობაც 2010 წლის მონაცემებით 173 877 ადამიანს შეადგენს.

ვენესულის განმათავისუფლებელმა, სიმონ ბოლივარმა 1814 წელს სწორედ კარუპანოში გამოსცა დეკრეტი მონობის გაუქმების თაობაზე.

XIX საუკუნის განმავლობაში კარუპანო იყო ევროპული მიგრაციის სამიზნე, ძირითადად სიცილიიდან და სარდინიიდან.

1962 წლის 4 მაისს, ქალაქი აიღეს რომულო ბეტანკურის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულმა სამხედრო ოფიცრებმა.

კოლონიური პერიოდიდან მოყოლებული, ქალაქის მთავარი საექსპორტო პროდუქტებია კაკაო, ყავა, შაქარი, ბამბა, ხე-ტყე და სპირტიანი სასმელები.

1997 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი სერიოზულად დააზიანა, ისევე როგორც მთლიანად შტატის უდიდესი ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Gobernación Del Estado Sucre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-20. ციტირების თარიღი: 2011-10-21.
  2. Primeros Resultados XIII Censo General de Población y Vivienda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-25. ციტირების თარიღი: 2011-10-21.
  3. Carúpano - Venezuela Tuya
  4. El Observador Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-20. ციტირების თარიღი: 2011-10-21.
  5. Crónicas de Desastres - Terremoto de Cariaco, Venezuela (Pan American Health Organization (PAHO) / Organización Panamericana de la Salud (OPS), 1999, 57 p.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-02. ციტირების თარიღი: 2011-10-21.