კატინის ხოცვა-ჟლეტა (პოლ. zbrodnia katyńska — კატინის დანაშაული) — პოლონეთის მოქალაქეების (ძირითადად პოლონური არმიის ოფიცრების) მასობრივი მკვლელობა. განხორციელდა 1943 წლის გაზაფხულზე სსრკ-ს ნკვდ-ს თანამშრომლების მიერ. როგორც 1992 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, სიკვდილით დასჯა განხორციელა ნკვდ-ს ტროიკამ სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად. გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების მეშვეობით დადასტურდა, რომ დახვრიტეს 21 857 პოლონელი ტყვე.