კეტრინ კენტელი | |
---|---|
კეტრინ კენტელი კოალასთან ერთად, ბრისბანში | |
დაბადების სახელი | კეტრინ ლუსი მერი ვორსლი |
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1933 იორკშირი, ინგლისი |
განათლება |
დედოფალი მარგარიტას სკოლა რასტონ ჰილის სკოლა |
რელიგია | კათოლიკე |
მეუღლე(ები) | ედუარდ კენტელი (1961-დღემდე) |
მშობლები |
მამა: უილიამ ვორსლი დედა: ჯოის ბრანერი |
კეტრინ კენტელი (დაიბადა როგორც კეტრინ ლუსი მერი ვორსლი; დ. 22 თებერვალი, 1933) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. დაქორწინებულია პრინც ედუარდზე, კენტის ჰერცოგზე, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის პირველი ბიძაშვილია.
წარსულში იყო რამდენიმე მუსიკალური გუნდის შემსრულებელი.
კეტრინ ლუსი მერი ვორსლი დაიბადა ჰოვინგჰემ ჰოლში, იორკშირში, სერ უილიამ ართინგტონ ვორსლის, ჩრდილოეთ რიდინგის ლორდ-ლეიტენანტისა და მისი მეუღლის ჯოის მორგან ბრუნერის (1895-1979) ოჯახში. მისი დედა იყო სერ ჯონ ბრუნერის, მე-2 ბარონეტის ქალიშვილი და სერ ჯონ ბრუნერის, პირველი ბარონეტის შვილიშვილი. ის ოლივერ კრომველის შთამომავალია. ვორსლი მონათლეს ყველა წმინდანის ეკლესიაში, ჰოვინგჰემში, 1933 წლის 2 აპრილს. მისი ნათლიები იყვნენ ბიძა სერ ფელიქს ბრუნერი, მე-3 ბარონეტი, მაიორი სერ დიგბი ლოუსონი, მამიდა ლედი კოლეგიტი და მარგარეტ დ'არსი ფიფი.
მას 10 წლამდე ფორმალური განათლება არ ჰქონდა მიღებული. სწავლობდა დედოფალ მარგარეტის სკოლაში, იორკში და რანტონ ჰილის სკოლაში, ჩრდილოეთ ნორფოლკში. სკოლაში გაეცნო მუსიკას და ასწავლეს დაკვრა ფორტეპიანოზე, ორღანსა და ვიოლინოზე, რომელსაც დღესაც უკრავს. რანტონ ჰილში სწავლის ბოლო პერიოდში იგი მუსიკის მდივნად აირჩიეს და მოაწყო სასკოლო მუსიკალური პროექტები ნორვიჩში. სკოლა დაამთავრა ზეპირი ფრანგულის ჩაბარებით და ინგლისურ ლიტერატურაში ძალიან კარგი შეფასებით.
ჰერცოგონიამ დიდი აღფრთოვანება გამოხატა ჩელოისტი ჟაკლინ დიუ პრემისადმი დოკუმენტარულ ფილმში, Who is Jacqueline du Pré?, რომელიც გადაღებულია კრისტოფერ ნუპენის მიერ. მოგვიანებით, მუშაობდა იორკის ბავშვთა სახლში და ასევე ლონდონის საბავშვო ბაღში. მან ვერ შეძლო მუსიკის სამეფო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ გაჰყვა ძმებს ოქსფორდში - სადაც ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ამ პერიოდში დროის დიდ ნაწილს მუსიკას უთმობდა. მას ასწავლიდა სამი განსხვავებული მასწავლებელი: დირექტორი, მისის ჰუბლერი, რომელიც ასწავლიდა ფრანგულ ლიტერატურას, მხატვრობასა და ისტორიას; კულინარიას ასწავლიდა ფრანგი ქალი, ხოლო მუსიკას ვენელი ქალბატონი.
კეტრინი პრინც ედუარდს პრინც ჯორჯის და საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინას უფროს ვაჟს, მაშინ შეხვდა, როდესაც ედუარდი კატერიკის ბანაკში იმყოფებოდა. ისინი 1961 წლის 8 ივნისს დაქორწინდნენ, იორკ მინსტერში. ამ ადგილას ეს იყო პირველი სამეფო ქორწინება 633 წლის განმავლობაში (უკანასკნელი იყო ედუარდ III-სა და ფილიპა ენოელს შორის). პატარძლის მამა მათ თან ახლდა, ხოლო მეჯვარე იყო ედუარდის ძმა, კენტის პრინცი მაიკლი. მეჯვარეებს შორის იყო პრინცესა ანაც. საქორწინო წირვა-ლოცვა აღავლინა იორკის არქიეპისკოპოსმა მაიკლ რამზიმ. სტუმრებს შორის იყვნენ: ნოელ კოვარდი და დუგლას ფეირბენკს უმცროსი, ასევე ბრიტანეთის, საბერძნეთის, დანიის, ნორვეგიის, იუგოსლავიის, რუმინეთის და ესპანეთის სამეფო ოჯახების წევრები. 273 იარდი ქსოვილი გამოიყენეს მისი თეთრი აბრეშუმის კაბის დასამზადებლად, რომელსაც ჰქონდა „მაღალი დეკოლტე და გრძელი სახელოები“, საქორწილო კაბა შექმნილია ჯონ კავანის მიერ.
წყვილს სამი შვილი ჰყავს: ჯორჯ ვინდსორი, გრაფი წმინდა ენდრიუსი (დაიბადა 1962 წლის 26 ივნისს); ლედი ჰელენ ტეილორი (დაიბადა 1964 წლის 28 აპრილს); და ლორდ ნიკოლას ვინდსორი (დაიბადა 1970 წლის 25 ივლისს).
კეტრინმა 1975 წელს აბორტი გაიკეთა გერმანული წითელას გამო, მას 1977 წელს შეეძინა მკვდარი ვაჟი, პატრიკი; ამ დანაკარგმა იგი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო, რაზეც საჯაროდ ისაუბრა. ”ამან ყველაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა ჩემზე”, - განუცხადა მან The Daily Telegraph-ს 1997 წელს. „წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად დამანგრეველი შეიძლება ყოფილიყო ასეთი რამ ნებისმიერი ქალისთვის.“
სანამ მისი მეუღლე ჯარში მსახურობდა, კეტრინი ჰონგ-კონგსა და გერმანიაში ცხოვრობდა.
1978 წელს იგი რამდენიმე კვირით საავადმყოფოში მოათავსეს BBC-ის მოხსენებებში ნათქვამია, რომ ჰერცოგინია დაავადდა ცელიაკიით და ეპშტეინ-ბარის ვირუსით. კეტრინი დიდი ხანია, რაც საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და სკოლებთან თანამშრომლობს.
1989 წლის დეკემბერში კეტრინი სტუმარი იყო BBC Radio 4-ის გადაცემის, Desert Island Discs-სა. 1996 წელს ვინსბეკის დაწყებით სკოლაში, კინგსტონ-ჰალში გახდა მუსიკის მასწავლებელი. იგი ასევე ატარებდა ფორტეპიანოს გაკვეთილებს ნაქირავებ სტუდიაში კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ რეზიდენციასთან ახლოს. კენტის ჰერცოგინია იყო ჩრდილოეთ მუსიკის სამეფო კოლეჯის პრეზიდენტი, ხოლო 1999 წლიდან 2007 წლამდე ახალგაზრდული მუსიკის ეროვნული ფონდის დირექტორი. 2004 წლის მარტში, კეტრინი იყო BBC One-ის Real Story-ის თემა. მან ისაუბრა მუსიკის მასწავლებლის კარიერაზე და თქვა: „ სწავლება ძალიან დამაკმაყოფილებელია. ეს არის პრივილეგია. ჩემთვის მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამუშაოა, რომლის გაკეთებაც ყველას შეუძლია.“ 2005 წელს კეტრინმა BBC Radio 3-ზე ინტერვიუში ისაუბრა, რომ მოსწონს რეპ მუსიკა და მომღერალი დაიდო, რომლის სიმღერაც, „Thank you“ მისი ფავორიტი მუსიკაა. ის არის საქველმოქმედო ორგანიზაციის Making Music-ის, მუსიკის საზოგადოებების ეროვნული ფედერაციის მფარველი. დააფუძნა Future Talent, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება მცირე შემოსავლის მქონე ბავშვებს მუსიკალური კარიერის შექმნაში. კეტრინი მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდს.