კვარის შტატი

შტატი
კვარის შტატი
ინგლ. Kwara State
The place of harmony
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი ილორინი
შიდა დაყოფა Ilorin-East , Ilorin-South , Asa , Ilorin-West , Irepodun , Ifelodun , Ekiti , Edu , Oke Ero , Offa , Isin , Baruten , Oyun , Moro , Kaiama და Patigi
კოორდინატები 8°30′00″ ჩ. გ. 5°00′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 5.00000° ა. გ. / 8.50000; 5.00000
დაარსდა 27 მაისი, 1967
ფართობი 36 825 კმ²
ოფიციალური ენა იორუბა
მოსახლეობა 2 365 353 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 64,23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 240
ოფიციალური საიტი kwarastate.gov.ng

კვარის შტატი (ინგლ. Kwara State) — შტატი ნიგერიის დასავლეთით.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ილორინი.
  • ფართობი — 36 825 კმ², მოსახლეობა — 2 365 353 ადამიანი (2006).

გეოგრაფია

კვარის შტატი მდებარეობს 306 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ლაგოსიდან და 500 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით აბუჯიდან.

ისტორია

კვარის შტატი დაარსდა 1967 წლის 27 მაისს, როდესაც გენერალ იაკუბუ გოუონის ფედერალურმა სამხედრო მთავრობამ იმ პერიოდში არსებული 4 რეგიონისგან შემდგარი ქვეყნის დაყოფა შეცვალა 12 შტატად. კვარის შტატი შეიქმნა ჩრდილოეთის რეგიონის ილორინის და კაბის ყოფილი პროვინციებისგან და თავდაპირველად ერქვა დასავლეთ-ცენტრალური შტატი, მაგრამ მოგვიანებით სახელად დაერქვა «Kwara» — მდინარე ნიგერის ადგილობრივი სახელი.

კვარის შტატი 1976 წლიდან ნიგერიის ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ზომებში. 1976 წლის 13 თებერვალს ბენუეს შტატის ფორმირებისთვის იდაჰის/დეკინის შტატის ნაწილი გამოეყო და შეუერთდა მაშინდელი ბენუე/პლატოს შტატის ნაწილს.

1991 წლის 27 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის 5 ოლქი, კერძოდ ოიი, იაგბა, ოკენე, ოკეჰი და კოგი ასევე გამოყვეს, რათა შექმნილიყო კოგის ახალი შტატის ნაწილი, ხოლო მეექვსე ოლქი — ბორგუ შეუერთდა ნიგერის შტატს.

ადმინისტრაციული დაყოფა

კვარის შტატი დაყოფილია 16 თვითმმართველობის რაიონად.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო