რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაკედონია Μακεδονία | |||||
| |||||
ქვეყანა | საბერძნეთი | ||||
ადმ. ცენტრი | სალონიკი | ||||
კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 22°53′59″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 22.89972° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1913 | ||||
ფართობი | 34,177 კმ² (1-ი) კმ² | ||||
მოსახლეობა | 2,625,681 (მე-2) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 77/კმ² კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | mathra.gr | ||||
მაკედონია (ბერძ. Μακεδονία) — საბერძნეთის გეოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. მაკედონია არის უდიდესი და მოსახლეობის რაოდენობით მეორე რეგიონი საბერძნეთში. მაკედონიას და დასავლეთ თრაკიას არაფორმალურად ხშირად ჩრდილოეთ საბერძნეთსაც უწოდებენ.
არსებობს მაკედონია დასახელების წარმოშობის რამდენიმე თეორია:
ადამიანების პირველი ნამოსახლარები თრიღდება პალეოლითური პერიოდით. გვიან ნეოლითური პერიოდისთვის (ძველი წელთაღრიცხვის: 4500-3500 წლები) რეგიონში ვაჭრობა განვითრდა, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ცვლილებები გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი სპილენძის წარმოების დაწყება იყო.
ჰეროდოტეს მიხხედვით, მაკედონიის ისტორია მაკედნოის ტომიდან იწყება. აქ ისინი ისეთ თრაკიულ ტომებთან ერთად ცხოვრობდნენ როგორებიც იყვნენ ბრიგები, რომლებმაც მოგვიანებით მაკედონია დატოვეს და მცირე აზიაში ანატოლიაში გადავიდნენ და გახდნენ ცნობილი როგორც ფრიგიელები. მაკედონიელების ნაწილი შეიჭრა სამხრეთ საბერძნეთში, როდესაც მათ მიაღწიეს პენეპოლისს უკვე ეწოდებოდათ დორიანელები. საუკუნეების განმავლობაში მაკედონიური ტომები დღევანდელი ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, რომლებზეც ბერძნული პოლიტიკის გავლენა მინიმალური იყო. რეგიონის დანარჩენი ტერიტორიები ძირითადად ან თრაკიელი და ილირიული ტომებით იყო დასახლებული ან კიდევ წარმოადგენდნენ ბერძნული ქალაქების სანაპირო კოლონიებს. ჩრდილოეთით სახლობდა კიდევ ერთი ტომი რომელსაც პაეონიანები ეწოდებოდათ. ძველი წელთაღრიცხვის გვიანდელი VI და ადრეული V საუკუნის დროს, რეგიონი მოექცა სპარსელების მმართველობის ქვეშ. შემდგომ საუკუნეში მაკედონია იყო თრაკიელებისა და ილირიელების თავდასხმის ობიექტი. მაკედონის სამეფო ხელახლა ააღორძინა ფილიპე II-მ. მისი მკვლელობის შემდეგ მისმა ვაჟმა ალექსანდრემ მიიღო მისი ტახტი და შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ისტორიაში.
მაკედონია დაყოფილია სამ პერიფერიად და მოიცავს 13 პრეფექტურას (ბერძ. νομοί). მათგან ორი პრეფექტურა დრამა და კავალა არიან დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი. პრეფექტურები თავის მხრივ იყოფიან მუნიციპალიტეტებად. (ბერძ. δήμοι, იკითხება როგორც: დემოი). ისინი ექვემდებარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამვადროულად მაკედონია-თრაკიის სამინისტრო ახორციელებს რეგიონის ადმინისტრაციას..
მაკედონია ესაზღვრება შემდეგ პერიფერიებს: თესალია, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია და ეპირუსი.
მაკედონიის სამი პერიფერია და ცამეტი პრეფაქტურაა:
მაკედონიის რუკა | ნომერი | პერიფერიები | დედაქალაქი | ფართობი | მოსახლეობა |
---|---|---|---|---|---|
სულ | დასავლეთ მაკედონია | კოზანი | 9,451 კმ² | 301,522 | |
1 | კასტორიას პრეფექტურა | კასტორია | 1,720 კმ² | 53,483 | |
2 | ფლორინას პრეფექტურა | ფლორინა | 1,924 კმ² | 54,768 | |
3 | კოზანის პრფექტურა | კოზანი | 3,516 კმ² | 155,324 | |
4 | გრენევას პრეფექტურა | გრენევა | 2,291 კმ² | 37,947 | |
სულ | ცენტრალური მაკედონია | თესალონიკი | 18,811 კმ² | 1,871,952 | |
5 | პელას პრეფექტურა | ედესა | 2,506 კმ² | 145,797 | |
6 | იმატიას პრეფექტურა | ვერია | 1,701 კმ² | 143,618 | |
7 | პიერიას პრეფექტურა | კატერინი | 1,516 კმ² | 129,846 | |
8 | კილკისის პრეფექტურა | კილკისი | 2,519 კმ² | 89,056 | |
9 | თესალონიკის პრეფექტურა | თესალონიკი | 3,683 კმ² | 1,057,825 | |
10 | ხალკიდიკის პრეფექტურა | პოლიგიროსი | 2,918 კმ² | 104,894 | |
11 | სერეს პრეფექტურა | სერესი | 3.968 კმ² | 200,916 | |
სულ | აღმოსავლეთ მაკედონია (აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ნაწილი) | კავალა | 5,579 კმ² | 249,029 | |
12 | დრამას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) | დრამა | 3,468 კმ² | 103,975 | |
13 | კავალას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) | კავალა | 2,111 კმ² | 145,054 | |
- | აიონ-ოროსი (ათონის მთა) | კარიესი | 336 კმ² | 2,262 | |
სულ | მაკედონია | თესალონიკი | 34,177 კმ² | 2,424,765 |
მაკედონიის გეოგრეფიულლი ეგიონი ასევე მოიცავს აიონ-ოროსის (ათონის მთა), თუმცა იგი არ შედის მაკედონიის საზღვრებში. ის ექვემდარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიას და აქვს სპეციალური სტატუსი: იქ ქალებს ეკრძალებათ მისვლა (ბერძნული კანონი ამ წესის დამრღვევს 12 თვიან ციხეს უსჯის); ტერიტორიას აქვს თვით მმართველობა საბერძნეთის შემადგენლობაში. ევროპის კავშირმა გაითვალისწინა ეს სპეციალური სტატუსი. კონკრეტულად გადასახადებისგან განთავისუფლება და უფლებების დაცვა.
|