მალდონადოს დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Maldonado) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია მალდონადო. ფართობი 4 793 კმ², მოსახლეობა 161 571 ადამიანი (2011 წ).
აღმოსავლეთით ესაზღვრება როჩის დეპარტამენტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — ლავალიეხას, დასავლეთით კი კანელონესის დეპარტამენტები. მალოდნადოს ტერიტორიაზე მდებარეობს ურუგვაის უმაღლესი მთა სერო-კათედრალი.
არტიგასი · კანელონესი · სერო-ლარგო · კოლონია · დურასნო · ფლორესი · ფლორიდა · ლავალიეხა · მალდონადო · მონტევიდეო · პაისანდუ · რიო-ნეგრო · რივერა · როჩა · სალტო · სან-ხოსე · სორიანო · ტაკუარემბო · ტრეინტა-ი-ტრესი