მარკე (Marche) — რეგიონი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემილია-რომანიის რეგიონი და სან-მარინოს რესპუბლიკა, დასავლეთით — უმბრია, სამხრეთით — აბრუცი და ლაციო, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა. გარდა მდინარის ხეობებისა და ძალიან ვიწრო სანაპირო ზოლისა, მისი ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. XIX საუკუნეში, რეგიონის მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ აშენდა ბოლონია-ბრინდიზის დამაკავშირებელი რკინიგზა. მარკეს შიდა, მთიანი ბუნება დღემდე თითქმის გაუვალია, გარდა რამდენიმე უხეში გზისა, რომლებიც უღელტეხილებზე გაივლის.
ადმინისტრაციული დაყოფა
მარკეს რეგიონი ადმინისტრაციულად 5 პროვინციად იყოფა: