მერიტამონი — ძველი ეგვიპტელი მეფის ასული. ფარაონ რამსეს II-ისა და ნეფერტარის ასული. დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო „მთავარი ცოლის“ ტიტული.
რამსეს II-ის მეფობის 53-ე წელს მერიტამონი გარდაიცვალა. დაასაფლავეს მეფეთა ველზე, საფლავში QV68. დედასთან ახლოს.
მისი სკულპტურა აღმოაჩინა ფლინდერს პიტრიმ 1896 წელს თებეში დაცულია კაიროში, ეგვიპტის მუზეუმში.