მეტაქსა (ბერძ. Μεταξά) — ბერძნული ქარვისფერი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც შექმნა სპიროს მეტაკსამ 1888 წელს. მისი გემო მოდის კუნძულ სამოსის, დაძველებლი ღვინის დისტილატებისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეების კომბინაციით.
მეტაკსას კოლექციაში შედის: მეტაკსა 5 ვარსკვლავი, მეტაკსა 7 ვარსკვლავი, მეტაკსა 12 ვარსკვლავი, მეტაკსა გრანდ ფაინი, მეტაკსა კერძო რეზერვი, მეტაკსა ანგელოზების საგანძური და აენ მეტაკსა.
მეტაკსა იყიდება 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, ირლანდიაში და ა.შ.
მეტაკსა რემი კუანტროს (Rémy Cointreau) ჯგუფის ნაწილია 2000 წლიდან.
სპიროს მეტაკსა დაიბადა 1848 წელს აბრეშუმის ბერძენ მევაჭარეთა ოჯახში. მისი პირველი საქმიანობა იყო წვრილი საქონლით ვაჭრობა. მოგზაურობის დროს მას უამრავი ალკოჰოლური სასმელი და ღვინო გადაჰქონდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის აზრით, იმდროინდელი ალკოჰოლური სასმელები სასტიკად განიცდიდნენ არომატის დანაკლისს. სპიროს მეტაკსას უფრო მსუბუქი სასმელი სურდა და შექმნა მეტაკსა 1888 წელს.
სპიროსმა და მისმა ძმებმა ელიასმა და ალექსანდრემ, პირველი დისტილერი აააშენეს 1888 წელს, პიერუსში, ათენის პორტში. ნათქვამია, რომ „მეომარი“ სალამინა , მეტაკსას ემბლემა, შთაგონებულია დისტილერიის საძირკველში აღმოჩენილი მედალიონით.
მეტაქსამ კომერციულ წარმატებას მიაღწია, დაიწყო ექსპორტი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში და 1900 წელს გავიდა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
1968 წელს დისტილერია და მეტაქსის მარნები გადაიტანეს ათენის ჩრდილოეთ კიფისიას გარეუბანში, სადაც დღეს იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველად შეადარეს კონიაკს, შემდეგ კი ბრენდის, მეტაკსა არ მიაკუთვნეს არც ერთ ამ კატეგორიას, რადგან შეიცავს მუსკატის ღვინოებსა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეულ პროდუქტებს.
მეტაკსას კომპანიის არსებობა იწყება 1888 წლიდან.
მეტაკსა მზადდება მუსკატის ღვინოებისგან სამოსი-სა და ღვინის დისტილატებისგან, რომლებიც ცალკე ძველდება და შემდეგ კომბინირდება ლიმუზინის მუხის კასრებში. დასრულების პროცესში ემატება ხმელთაშუა ზღვის მცენარეები.
კუნძულ სამოსი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარეობს. ყველაზე მაღალი მთაა ამბელოზის მთა (1160 მ). ამპელოსი ბერძნულად ნიშნავს „ვაზს“. ყურძენი, პირველ რიგში, მუსკატი, გაშენებულია ტერასებში და ხელით იკრიფება.
|