მიუნსტერის ზავი, ასევე მიუნსტერის მშვიდობა — სამშვიდობო ხელშეკრულება გაერთიანებულ ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის, დადებული 1648 წელს. ეს იყო მნიშვნელოვანი გარიგება ჰოლანდიის რესპუბლიკისთვის და ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ჰოლანდიის ისტორიაში. ამ ხელშეკრულებით გაერთიანებული ნიდერლანდები საბოლოოდ გახდა დამოუკიდებელი საღვთო რომის იმპერიისგან. ეს ხელშეკრულება იყო ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების ნაწილი, რომელმაც დაასრულა ოცდაათწლიანი და ოთხმოცწლიანი ომები.